LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდას ქმნი შენ“: 10 უკვდავი ფრაზა სამოსზე, სტილსა და გემოვნებაზე

2181

ჩვენ შევარჩიეთ მოდის სამყაროს კორიფეების და უბრალოდ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები სამოსზე, სტილსა და გემოვნებაზე. ეს ის ფრაზებია, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ მათ, ვისაც საკუთარი სტილი ჯერ არ გიპოვნიათ.

 

 

 

 

 

მოდა – ეს არ არის ბრენდები და ლეიბლები. ეს არის ის, რაც გაცილებით ღრმადაა თქვენს სულში (რალფ ლორენი)

1

არასოდეს აურიოთ ელეგანტურობა სნობიზმში (ივ სენ-ლორანი)

2

სტილი – ეს არის მარტივი საშუალება, ისაუბრო რთულ მცნებებზე(ჟან კოკტო)

3

მოდა არ უნდა გაკარგვინებდეთ თავისუფლებას (ალექსანდ მაქუინი)

4

ადამიანს ალამაზებს სამოსი. შიშველ ადამიანებს კი, არანაირი გავლენა არ აქვთ საზოგადოებაზე (მარკ ტვენი)

5

მე არ ვახდენ სამოსის მოდელირებას. მე ვქმნი ოცნებას (რალფ ლორენი)

6

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ თეთრი მაისური ალფა იყო, ომეგა კი, მოდური ანბანი (ჯორჯიო არმანი)

7

მოდა, ესაა მართვადი ეპიდემია (ჯორჯ ბერნანდ შოუ)

8

ყველა დეტალში მნიშვნელოვანია სტილი და არა გულწრფელობა. ყველა სერიოზულ საქმეშიც ასეა (ოსკარ უაილდი)

9

არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა „მდაბიო“. დღეს ყველას შეუძლია გამოიყურებოდეს ლამაზად უბრალო სამოსში. მდიდრებიც ხომ ყიდულობენ იაფ სამოსს. კარგი დიზაინერი დღეს ყველა საფასო დიაპაზონში შეგხვდებათ. შენ შეიძლება იყო ყველაზე ელეგანტური მსოფლიოში უბრალო მაისურსა და ჯინსებში. მოდას ქმნი მხოლოდ შენ. (კარლ ლაგერფელდი)

12659820_10201240938102487_412713515_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები