LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი, დავსაჯოთ სიმულანტები

129

უახლოეს მომავალში ინგლისში ფეხბურთელები შესაძლოა სიმულაციისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ამის შესაძლებლობას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს.

ასოციაციის წამყვან მენეჯერებს სურთ გაიზიარონ შოტლანდიის ჩემპიონატის გამოცდილება, სადაც სიმულანტ მოთამაშეებს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას უსჯიან. ბუნებრივია, საკამათო ეპიზოდებს შეხვედრების დასრულების შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარეს გრეგ კლარკს კი სურს ასეთივე სასჯელები შემოიღოს და დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში იგი ასოციაციის წარმომადგენლებს შოტლანდიელ კოლეგებთან შესახვედრად მიავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები