LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის დედოფალი: ლუპიტა ნიონგო თეატრალური სეზონისთვის ემზადება

103

კენიელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო ამჯერად ბროდვეის თეატრთან გადაიღეს. მსახიობი აქტიურად ემზადება სცენაზე დასაბრუნებლად სპექტაკლში Eclipsed. მსახიობმა თეატრში დაბრუნების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, თუმცა ცხადია ის აგრძელებს კინოკარიერასაც.

ფოტოგრაფების ყურადღება ოსკაროსანი მსახიობის ლუქმა მიიქცია. ნიონგო ბრწყინავდა ნაცრისფერ ელეგანტურ პალტოში. მას ლურჯი ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და პალტოდან მოჩანდა ასეთივე ფერის კაბაც.

ლუპიტა ნიონგო ყოველთვის იქცევს მოდის კრიტიკოსების ყურადღებას და ის არაერთხელ დასახელდა თანამედროვეობის ყველაზე გემოვნებიან მსახიობად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები