LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის ჟურნალ Stylist-ის საიუბილეო ნომრის გარეკანზე რობოტი სოფია დაიბეჭდება

105

მოდის და სტილის ყოველკვირეული ჟურნალი Stylist საიუბილეო, 400-ე გამოცემის ნომრის გარეკანზე ანდროიდის პორტრეტს განათავსებს. გამოცემაში განაცხადეს, რომ ფოტოსესიას მთლიანად რობოტები ჩაატარებენ. მოდელს გადაიღებენ და მაკიაჯს გაუკეთებენ დრონები, ხოლო საიუბილეო ნომრის გარეკანზე კი მსოფლიოში პირველი ქალი რობოტი სოფია იქნება დაბეჭდილი, რომელსაც განვითარებული ხელოვნური ინტელექტი აქვს. ჟურნალის გვერდების ბეჭდვაც რობოტებს დაევალათ.

როგორც ბრიტანული გამოცემის რედაქტორმა სიუზენ რაილიმ განაცხადა, ამით Stylist-ს ადამიანებს შეახსენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანებისთვის შესაძლებლობასთან ერთად, პრობლემაცაა.

„ტექნოლოგიებზე ჩვენი დამოკიდებულება იზრდება. ეს ერთდროულად, პრობლემაცაა და წინ გადადგმული ნაბიჯიც. გამოცემები რობოტებზე გადადიან. ეს ბუნებრივია, განვითარების ასეთი სწრაფი ტემპების ფონზე,“- განაცხადა რაილიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები