LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქეით მიდლტონს ძველმოდურად აცვია

51

გამოცემა „დეილი მეილი“ ქეით მიდლტონის ჩაცმის სტილს სტატიას უძღვნის. მედიაში წერენ, რომ ქეით მიდლტონის  სტილი ძველმოდურია და ის ხშირად 60-იანი წლების მონარქების ჩაცმულობას იმეორებს. გამოცემა მოდის კრიტიკოსებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიდლტონს ხშირად ისე აცვია, როგორც 69 წლის კამილა პარკელ ბოულზსა და 66 წლის პრინცესა ანას. მოდის ექსპერტები ქეითის კოსტიუმებს ხშირად ადარებენ დედოფალ ელისაბედის აკადემიურ და ზედმეტად მკაცრ სამოსს: „ქეით მიდლტონი ტრადიციულ სამოსს აკადემიურს უნდა უთავსებდეს, ეს  მას უფრო დიდ ასაკს მატებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ 35 წლის პრინცესა ორჯერ მასზე დიდი ასაკის ადამიანის სტილს ირგებს“ – ამბობს ცნობილი ექსპერტი ნაომი ისტედი. მისივე რჩევით ქეითმა ხშირად უნდა გაამდიდროს სამოსი აქსესუარებით, ამავე დროს აქცენტი გააკეთოს ფერად სამოსსა და მოკლე კაბებზე.

დიზიანერი ნატალი რობინსონი ამბობს, რომ ქეითის სამოსს ფანტაზია აკლია. მისივე შეფასებით, დღეს ყველაზე გემოვნებიანი მონარქი  მონაკოს პრინცესა შარლოტაა, რომელიც კარლ ლაგერფელდის მუზაც გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები