LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდრიჩი და სხვები: ფიფამ წლის ჯილდოები დაარიგა – ყველა ნომინანტი

85

2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.

ლონდონში ჩატარებულ საზეიმო ცერემონიალზე მას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

“იუვენტუსის” თავდამსხმელმა რონალდომ იცოდა, რომ პრიზს არ გადასცემდნენ და ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვა. მან თავისი გუნდის ოთხშაბათს ჩასატარებელი თამაშისთვის მომზადება მოიმიზეზა.

ლონდონში გამგზავრება “ბარსელონას” ფორვარდმა ლეო მესიმაც გადაიფიქრა, რომელიც ჯილდოს პრეტენდენტთა სამეულშიც კი არ შეიყვანეს.

ფიფა გააღიზიანა ცერემონიალზე მსოფლიოს მართლაც ორი საუკეთესო ფეხბურთელის არყოფნამ. “ეს ფეხბურთის დისკრეტიდაციაა. ეს მათ არ ესმით. ეს სპორტს ვნებს”, – განუცხადა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “მარკას”.

“ბარსას” დირექტორმა ხავიერ ბორდასმა განაცხადა, რომ პრეტენდენტებს შორის მესის არყოფნა ფიფას დისკრეტიდაციაა.

 

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: მარტა

 

ფერენც პუშკაშის ჯილდო (საუკეთესო გოლი): მოჰამედ სალაჰი – გოლი „ევერტონის“ კარში

 

საუკეთესო მამაკაცთა მწვრთნელი: დიდიე დეშამი

 

საუკეთესო მეკარე: ტიბო კურტუა

 

საუკეთესო ქალთა მწვრთნელი: რაინალდ პედროსი

 

გულშემატკივართა ჯილდო: პერუელი გულშემატკივრები – სტადიონებზე სამაგალითო ქცევისთვის

 

ფიფას სამართლიანი თამაშის პრიზი: ლენარტ ტი

 

ფიფპროს (პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია) ჯილდო – სიმბოლური ნაკრები:
დავიდ დე ხეა – დანი ალვეში, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო – ლუკა მოდრიჩი, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი – ლიონელ მესი, კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები