LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძალადეს ყოფილ სიდედრთან მიახლოება აეკრძალა

56

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძალადის მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი და ყოფილი სიდედრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ორგანიზაციის იურისტის პოზიცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა განიხილა ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ძალადობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლის პატივისა და ღირსების შელახვა. გააწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობაში სტამბოლის კოვენციის რატიფიცირების შედეგად შესული ცვლილებით, რომლის თანახმადაც, ოჯახის წევრებად მოიაზრებიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, არამედ ისინიც, ვისთან ერთადაც მოძალადებიი წარუსლში ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას,“ – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

შემაკავებელი ორდერის შედეგად, მოძალადეს აეკრძალა ყოფილ სიდედრთან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

პოპულალურები