LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

51

ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც 10 პარტიას აერთიანებს, საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.  კანდიდატი ცოტა ხნის წინ, ქუთაისიდან წარადგინეს.

საზოგადოებას პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა მიმართა და  საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე.მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე გაწონასწორებული პიროვნებაა.

“ძალა ერთობაშია!” – ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი.

„დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

 

https://www.facebook.com/nick.melia.165/videos/10160459207075167/

 

ცნობისთვის, “ძალა ერთობაშია” სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს.

მათ შორის: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები