LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძველებულ წრეზე ვტრიალებთ, სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ – კახა კალაძე

89

„ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც მხარდამჭერებზე ან კონკრეტულ მომღერალზე, რომელიმე წარმატებულ ადამიანზე საუბრისას ამბობენ – ის ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ შევარდნაძეს ან მიშას ემხრობოდა და მოდი, დისტანცია დავიჭიროთო. ეს სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. მე ვიქნები აბსოლუტურად ღია და გახსნილი თანამშრომლობისთვის მასთან, ვისაც ეს ქალაქი მართლა უყვარს,“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის თქმითვე,  ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული ხედვები ან პროექტები, რომელიც თბილისს წაადგება, უნდა მიეცეთ საშუალება და ეს პროექტები უნდა იქნას განხილული. კალაძე ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენ ერთგვარ მოძველებულ წრეზე ვტრიალებდით, საიდანაც უნდა გამოვიდეთ. ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველა და გვიყვარს თბილისი,“ -განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები