LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგიწოდებთ, გადაკეტოთ ყველაფერი” – პაშინიანმა საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა

46

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებს ქუჩების გადაკეტვისკენ და აეროპორტის ბლოკირებისკენ მოუწოდა. პაშინიანმა ხვალ მთელს სომხეთში საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. მომიტინგეებს მან პარლამენტში პრემიერმინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის ჩაგდებისთანავე მიმართა.კენჭისყრის დასრულებისთანავე ის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავიდა, სადაც მას რამდენიმე ათეული ათასი მხარდამჭერი დახვდა.

„ეს სხვა სომხეთია. „რესპუბლიკური პარტია“ დღეს პოლიტიკური გვამია,ხვალ მთელს რესპუბლიკაში საყოველთაო დაუმორჩილებლობას ვაცხადებ. მოგიწოდებთ, გადაკეტოთ ყველაფერი. როგორც ხალხის მიერ პრემიერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, დაუმორჩილებლობას ვაცხადებ. ჩვენ დამარცხებას არ ვაპირებთ, გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა პოლიციას მოუწოდა, „გადადონ გვერდით ყველა ფორმალობა, დადონ ფარები და შეუერთდნენ მსვლელობას“.

პაშინიანი პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ამ პოსტზე დასამტკიცებლად 8 ხმა დააკლდა. მის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო.

განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები