LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგვიმატეთ ხელფასი: British Airways-ის ბორტგამცილებლები გაიფიცნენ

122

British Airways-ის ბორტგამცილებლები გაიფიცნენ. ბრიტანული ავიაკომპანიის თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა კონფლიქტი იმდენად სერიოზულია, რომ გაფიცვა სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გასტანს. პროფკავშირები საპროტესტო აქციის შესახებ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ საუბრობდნენ და დამსაქმებელს პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისზე მეტი დროც მისცეს, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია.
რაც შეეხება გაფიცულთა მთავარ მოთხოვნებს, ბორტგამცილებლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ British airways-ის ხელმძღვანელობამ თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მგზავრებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა და დასახმარებლად პარტნიორს Qatar Airways მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები