LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჰამედ სალაჰი ანტინარკოტიკულ კლიპში გადაიღეს და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა (ვიდეო)

29

„ლივერპულის“ ახალი კერპი მოჰამედ სალაჰი ნარკოტიკების ანტირეკლამაში გადაიღეს.

რგოლში მოზარდი ხედავს ველოსიპედით მოსიარულე ადამიანთა ჯგუფს და ტიპს ავტომობილით, რომელიც მარიხუანას ეწევა. მან არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელს შეუერთდეს. შეხედა რა სალაჰს, ბიჭი ველოსიპედიანთა ჯგუფს შეურთდა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ძალიან უჩვეულო და კურიოზული რამ შეემთხვა ეგვიპტელ ვარსკვლავს, ოღონდ თავად არაფერ შუაშია.

სალაჰმა ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩვნებში გაიმარჯვა. მან 1,5 მილიონი ხმა მიიღო და ეს სულაც არ არის საპირველაპრილო ხუმრობა.

საქმე შემდეგშია:
არჩევნებზე პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი, ააბდულ-ფათაჰ ჰალილ ას-სისი და მუსა მუსტაფა მუსა იბრძოდა.
როგორც ხმების დათვლისას გაირკვა, თითქმის მილიონ-ნახევარი ბიულეტენი გაფუჭებული იყო.
ამომრჩევლებმა ორივე კანდიდატი გადახაზეს და მათ ნაცვლად ბიულეტენში ინგლისური “ლივერპულის” ვარსკვლავის გვარი მიაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები