LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიხსნენ თუ არა “მრეწველები” რეგისტრაციიდან – ცესკოში განმარტებას აკეთებენ

78

ცესკო-ს სპიკერი ამბობს, რომ გუშინ, 18 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა, იმ დოკუმენტაციას კი, რაც „მრეწველებმა“ წარადგინეს, პარტიული სია არ ახლდა. ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო სუბიექტის  რეგისტრაციიდან მოხსნისთვის საჭიროა კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.

„ბლოკმა „თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ გუშინ წარმოადგინა დოკუმენტაცია, მაგრამ დოკუმენტაციას თან არ ახლდა პარტიული სია. ამასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ ვადებში ცესკო-ს თავმჯდომარე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში. თუმცა მას შემდგომ რაც ცესკო-ს თავმჯდომარე იმსჯელებს ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც კონკრეტულად მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები