LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოინდომებს თუ არა მანჩესტერი: ევროპალიგა ოთხ წყვილად დაიყო

48

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პარალელურად ევროპალიგის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრაც გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე რამდენიმე კარგი გუნდი შემორჩა, საერთო სურათი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მაინც დიდად სახარბიელო ვერ არის. რვა საუკეთესოში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საშუალო გუნდებმა მოიყარეს თავი და აშკარად მხოლოდ ერთი სახელი ქუხს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისური გრანდი ტურნირის ფავორიტია. ერთადერთი ხიბლი ის გახლავთ, რაც თავად ჟოზე მოურინიომაც აღნიშნა: ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს იღებს და ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რაც „იუნაიტედს“ შეიძლება ქონდეს. თორემ თუ მოინდომა აშკარაა, რომ სწორედ „მანჩესტერია“ ფავორიტი.

 

წილისყრის შედეგად გუნდების შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“ანდერლეხტი”-“მანჩესტერ იუნაიტედი”
“სელტა”-“გენკი”
“აიაქსი”-“შალკე”
“ლიონი”-“ბეშიქთაში”

მეოთხედფინალური მატცები 13 და 20 აპრილს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები