მოიპარეს ბავშვები და მამის თვალწინ სცემეს – მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

94

ფარულ ჩანაწერებში, სადაც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი ფიგურირებენ, სკანდალური ინფორმაცია გაჟღერდა.

როგორც „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ბავშვები გაიტაცეს და სცემეს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ სუბელიანი, რომლის დაკავებასაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, ციხეში საკუთარი ნებით ზის და ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილოა.

მირზა სუბელიანი საუბრის დროს ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს სახელმწიფოსთვის აკეთებს.

მირზა სუბელიანი – იმიტომ ვზივარ რომ… იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ლებს, კაი პირველი დარტყმა ავიტანე; პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რომ მივედ, ჩვენი ძა რომ მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი… მთელი კარტბლანში, ვინ დაუდო? თქვი ძმაო. აქ არიან: ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, ოპერატიული ჯგუფი გავუშვი ყ..ზე დაიკიდეს ძმაო.

მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო… ვილი ვიყო, გეუბნები, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ.

ვიქტორ ჯაფარიძე – ესენი დამიწერე

მირზა სუბელიანი – არა არ მინდა, წუწუნით არ ვწუწუნებ ამას. მე შენ ჩემს ჩვენებაზე გეუბნები. ჩემს ორ შვილს გეფიცები, აგერ არის ეს…

ღამე წაიყვანეს, მე რატომ მაქვს კასრაძეზე აკრეფილი? მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს. უძინართა მზეში ხდება და ერთადერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა. მეტი არავისთვის გაუკეთებიათ ძმაო… და ჩემს ოჯახს გაუკეთეს. ეგეც ჩავყლაპე.

მერე საქმე რომ უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქვს ნარბენი, დავულაგეთ კიდევ საქმე – კაი, ხუი ს ნიმ. გამოსავალი მითხარიო – იმან მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ მეთქი რა, მე ვერ ვეხდავ მეთქი. იმიტომ რომ სახელმწიფო რომ გადარჩეს უნდა ჩაჯდეო, ჩავჯექი ეგრევე.

მითხარი – შენს შვილებს გაფიცებ, კაცურად მითხარი, რამდენჯერ გქონია, რომ ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, უკან დაგიხევია როდესმე? შენ – მოდი ერთი წამით გაცვალე ჩემი თავი – შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტომ რომ შენ პოლიტიკოსი ხარ. მაგრამ, მე ძმაო პაგონები მაქვს და ღირსება მაქვს. წავედი – ამაზეც წავედი, ბაზარი არაა, რაზეა ლაპარაკი.უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდევ, ციხეში ვზივარ და თავებს მიმხარხავენ, მოდი შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ, აქ პავლე…

ვიქტორ ჯაფარიძე – არ ისმის

მირზა სუბელიანი – რა სიტყვებიც და რა პირობებიც მოიცა, ყველაფერი დარღვეულია. თუ გგონია, რომ ჩვენ ცხონებულ გიოზე უკეთესად ვიჯდე ბო…ვიყო არ ვზივარ ძმაო, ჩემს ორ შვილს გეფიცები. იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი გონკები წამიღებს ხოლმე, იმის დედა …”- ისმის ჩანაწერში.

“ფორტუნა” ჩანაწერის კიდევ ერთი ნაწილის ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ, სადაც საუბარი სკანდალურ საქმეებს და მოწმეების დაკითხვის პრაქტიკას ეხება.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა და სწორედ ამ საქმეზეა დაკავებული.

ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ გაცხადება დღეს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები