LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოითხოვე ქართულის” ფარგლებში დამზადებული ბარათების პრეზენტაცია დღეს გაიმართება

215

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 14:30 საათზე, ,,მოითხოვე ქართული“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანია ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდა.

დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები – ე.წ. ,,ქართულები “დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი ,,ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.

ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი,  რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.

პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. პროექტისპარტნიორია „უნიქარდი“,  „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.

ბარათისთვის შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელიც  თქვენ მიერ შეძენილი პროდუქციიდან გამოყოფს ქართულ პროდუქციას, დააჯამებს  საერთო ღირებულებას და  დარიცხავს შესაბამის ,,ქართულებს”. დანარჩენი  პროდუქციის შესაბამისი ქულების დარიცხვა მოხდება სტანდარტულად, უნიქარდის ბარათის წესების შესაბამისად.  

მაგ: თუ  თქვენ შეიძინეთ  10 ლარის ქართული და არაქართული პროდუქცია, საიდანაც   ქართული პროდუქციის საერთო ღირებულება არის 5 ლარი, ბარათზე დაირიცხება 5 ვირტუალური ქულა –  ქართული. დანარჩენი პროდუქციის  შესაბამისი ქულები კი – უნიქარდის წესების შესაბამისად.

ბარათის მფლობელს ქართულების და ქართულების რაოდენობის მიხედვით საკონკურსო რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია ვებგვერდზე: UNICARD.GE, საკუთარ ველში.

არალელურად, მომხმარებელი მიიღებს  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ქართულების შესახებ.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამთავრობო დაარასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქართული წარმოების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილობრივი დასაერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესმენები.

პროექტის პრეზენტაცია პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციით დასრულდება.