LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიზიდე და მოკალი – სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ

45

სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

სააგენტოს განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი.

ეს მეთოდი უფრო კონკრეტულად ასეთია:

“ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი.

 ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება”, – აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ამ მწერთან მექანიკური ბრძოლა არ დაიზარონ, რადგან “ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200- მდე ახალი მწერის მოსპობას!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები