LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვარ, რომ რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მიღება შევძელით – ირაკლი კობახიძე

22

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული ერთიანი რეზოლუციის შეფასებისას გააკეთა.

პარლამენტში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანაზეც შეთანხმდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული სია პრევენციული ზომების მიღებაში დაეხმარება ხელისუფლებას.

„ხელისუფლება უკვე აქტიურად მუშაობს ძალიან დიდი ხანია იმაზე, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც აქვთ ჩადენილი დანაშაული, აღსრულდეს სამართალი ასეთ პირთა მიმართ. ამის გამოხატულებაა, მათ შორის, ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ და შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული. მუშაობა ამაზე არის დაწყებული და სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები