LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს მთავრობა ლოცულობდა – ილია მეორე

111

„თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან,“ – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერმინისტრსა და მთავრობის წევრებს, რომლებიც სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებიან.

პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა და იქადაგა.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერმინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტერისგან. დალოცვილი იყავით,“ – ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი სხვადასხვა ხარისხით დააჯილდოვა.

პოპულალურები