LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხსენით სანქციები ან შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ – ჩინეთი აშშ-ს მიმართავს

32

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.

„მოხსენით სამხედროებზე დაწესებული სანქციები, ან შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, “-მიმართავს ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინი ეწინააღმდეგება აშშ-ის სანქციებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს და არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკაშირდება.

ჩინეთმა რუსეთისგან Су-35-ის ტიპის ათი ერთეული ავიაგამანადგურებელი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. სანქციების თანახმად, ჩინეთის სამხედრო საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის, ლი შანფუს ანგარიშები გაიყინება და ყველა საბანკო ოპერაცია დაიბლოკება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები