LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოკიდა ხელი პომადას, წაისვა, თმა გადაივარცხნა” – მაკა რაზმაძე გუგეშაშვილზე წერს

109

ყოფილი ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, მისი მეგობრის დოდო გუგეშაშვილის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს.

ის აკრიტიკებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დოდო გუგეშაშვილის ტრაგედიაზე ქილიკობს და მის გარეგნულ იერზე ამახვილებს ყურადღებას.

მაკა რაზმაძე მოუწოდებს მათ, სამარცხვინო პოსტები წაშალონ დედაზე, რომელსაც შვილი ხელებში ჩააკლეს.

“არც სურვილი და არც განწყობა მაქვს ეს დღეები აქ რაიმეს წერის მაგრამ ალბათ საჭიროა ზოგიერთი განმარტებების გაკეთება რაც არასდროს მეგონა თუ საჭირო გახდებოდა….

საავადმყოფოში საავადმყოფოს წესებია და ტანსაცმელი რომელიც აცვიათ პაციენტებს შავი არაა.თავდასხმამდე წასმული მანიკურის სხვების დასანახად სასწრაფოდ წაშლა უფრო მეტიჩრობა და ხელოვნური მგონია ვიდრე თავდასხმამდე წასმული და რენიმაციაში შემორჩენილი ზოგან აფხეკილი მანიკური.

პირველი რაც შვილმკვდარმა დედამ თქვა იყო სიტყვები:მე არ ვაპირებ ჩემი შვილის გარეშე ცხოვრებას.თუ მე ახლა დავეცემი ნიშნავს რომ მათ ჩვენ მართლა მოგვკლეს. არავის მივცემ უფლებას რომ ჩემი შვილი აღარ იყოს…მოკიდა ხელი პომადას , წაისვა,თმა გადაივარცხნა და ეს რიტუალი იყო ბევრად უფრო ტრაგიკული,უფრო პროტესტი ვიდრე ის ბღავილია რაც შვილმკვდარ დედას შეიძლება აღმოხდეს…მის მტრებს არ უჭორავიათ მსგავს თემებზე რასაც ვითომ ნაცნობები კადრულობენ. ვინ გეკითხებათ თქვენ ვინ როგორ გამოხატავს საკუთარი შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს!!როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება….აი ზუსტად ამიტომაც გამოხატა ასე საკუთარი პროტესტი. მეც ვერ მივხვდი თავიდან, ვუშლიდი და ახლა გავიგე რა სწორად განსაზღვრა და თურმე რა სწორად მოიქცა… წაშალეთ ეგ სამარცხვინო პოსტები.სხვა ვერაფერი მოუძებნეთ სათქმელად დედას რომელსაც ერთადერთი შვილი ხელებში ჩააკლეს?”,- წერს მაკა რაზმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები