LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან ინოვაციებამდე – „ჯეოსელი” იუბილარია

69

„ჯეოსელი” – საქართველოს პირველი მობილური ოპერატორი იუბილარია, დღეს ის 21 წლის გახდა. 

1997 წლის 15 მარტს, საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა. ეს ისტორიული ზარი სწორედ „ჯეოსელის” ქსელით გახდა შესაძლებელი, რაც მრავალი პოზიტიური ცვლილების წინაპირობა აღმოჩნდა. ზუსტად 21 წლის წინ, საქართველო „ჯეოსელის” მეშვეობით  გლობალურ მობილურ სატელეკომუნიკაციო სივრცეს შეუერთდა.

”მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან 21-ე საუკუნის ინოვაციებამდე განვლილი გზა საკმაოდ შთამბეჭდავი, ემოციებით დატვირთული და ბევრი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. „ჯეოსელი”, პირველი GSM ოპერატორი საქართველოში, წარმოადგენს ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომლის უმთავრესი მიზანია გახადოს თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი, სასარგებლო  და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული. დღეისათვის კომპანია ორ მილიონამდე ადამიანს ემსახურება. „ჯეოსელი” დაარსების დღიდან სიახლეებთან და ინოვაციურ იდეებთან ასოცირდება. კომპანიამ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. სწორედ ამიტომ, იგი არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან და ინიციატივასთან ასოცირდება. „ჯეოსელში” დასაქმების, გენდერული თანასწორობის, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები ბიზნეს პროცესების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში „ჯეოსელი” წარმოადგენს დემოკრატიულ გარემოში ბიზნესის მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითს. კომპანიის ბიზნეს-პასუხისმგებლობა გულისხმობს ადამიანის უფლებების, შრომის პირობების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული სტანდარტების მხარდაჭერას”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” ულოცავს „ჯეოსელს” 21 წლის იუბილეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები