LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

50

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უფლებადამცველებთან და მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა. ზაზა სარალიძე მოითხოვს, დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

„მე ვითხოვ ამ პირების დასჯას. ასევე, ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელის დასჯას. მალადეც მოსამართლეს, რომ არ დაემორჩილა ამათ. პროკურატურა დღევანდელ დღემდე აფარებს ნამდვილ მკვლელებს ხელს. მე ვითხოვ სიმართლის გამოაშკარავებას და დამტკიცებას,“ – განაცხადა სარალიძემ.

პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. ზაზა სარალიძე, ასევე, 51-ე სკოლის ადმინისტრაციისგან მეორე შვილის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები