LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული გოგონას ლექტორი: გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!

341

თბილისში, 19 წლის გოგონას მკვლელობამ ყველა შეძრა. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმ ფაქტით, რომ ანა ხელაძის მკვლელობის ბრალდებისთვის, მისი ბიძაშვილი დააკავეს.

მოკლულ გოგონას ყველა დადებითად ახასიათებს. მის შესახებ წერენ არა მხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ლექტორებიც.

ანა ხელაძეს იხსნებს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ზერეკიძეც.

როგორც ლექტორი წერს, კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში გოგონამ სამახსოვროდ მოფარიკავე კაცუნა დატოვა. ზერეკიძემ გადაწყვიტა, რომ ეს ნახატი დაფიდან არასდროს წაიშლება.

ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.

დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე …

ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი-მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო .

მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.

ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!

ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.

ახლა გთხოვ:
ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!”, – წერს მისი ლექტორი თამაზ ზერეკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები