LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორს შეხვდება

66

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას აპირებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენელმა ზაზა სარალიძეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც მან უარი განუცხადა.

მთავარ პროკურატურასთან აქციაზე პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი პირადად გავიდა და ზაზა სარალიძეს შეხვედრის მზადყოფნის შესახებ განუცხადა.

ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნაა შოთაძის გადადგომა და მისი პასუხისგებაში მიცემა.
„რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები