LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ საქველმოქმედო ფონდი – “დათუჩა” დააფუძნა

265

ზაზა სარალიძე საქველმოქმედი ფონდ “დათუჩას” ქმნის. სპეციალური განცხადება მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ დღეს, მისი შვილის დაბადების დღეზე გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდი დავით სარალიძე დღეს 17 წლის გახდებოდა.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, ფონდი მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული და სოციალურად დაუცველ, ასევე გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე ბავშვებს დაეხმარება.

“დღეს ჩემი შვილი 17 წლის გახდებოდა, ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდში მუდმივად ეხმარებოდა სხვა ადამიანებს და მე გადავწყვიტე, მისი სიკვდილის შემდეგ, შევქმნა მისი სახელობის ფონდი – “დათუჩა”, დავეხმარებით სოცილაურად დაუცველებს, ასევე, გადაუდებელი ოპერაციების საჭიროების მქონე და საყოფაცხოვრებო პირობების არმქონე ბავშვებს. ფონდი მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული და მე საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები