LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკება და შეცდომები – როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები

ადამიანი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ მოლაპარაკებების პროცესში ატარებს, მოლაპარაკებები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან…

ყოველდღიური ურთიერთობების დროს მოლაპარაკებების პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს, ზედმეტი ძალისხმევის და სტრატეგიების დასახვის გარეშე, საქმიანი მოლაპარაკების ცოდნა და დიპლომატიური უნარების ქონა კი წარმატებული საქმიანობის და საქმიან პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთობების გარანტია.

მოლაპარაკება ეს არის მოქმედების სტრატეგია, დასახული მიზნიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელად. მოლაპარაკებისას უმთავრესია მომზადების პროცესი, ამ დროს უნდა მოიძიო ინფორმაცია მოლაპარაკების საგანზე, შეაგროვო ანალოგები და მოახდინო თვითშეფასება. თვითშეფასებას სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შედეგად მოეფინება ნათელი.

  • რამდენად მჭირდება მოლაპარაკების საგანი?
  • ჩემი მაქსიმუმი- რას გავაკეთებ ამ საგნის მისაღებად?
  • შეურაცხმყოფელ ან უადგილო შეთავაზებას ხომ არ ვაკეთებ?

მას შემდეგ რაც კითხვებზე პასუხი გვექნება, მოლაპარაკებაში მონაწილე მეორე მხარე, მისი შესაძლებლობები და ინტერესები უნდა განვსაზღვროთ და შევისწავლოთ.

მოლაპარაკების დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები:

  1. მოუმზადებლობა-შეისწავლეთ საკითხი, ჩამოაყალიბეთ მიზნები და ინტერესები, დაგეგმეთ სტრატეგია, ტაქტიკა მეთოდები და ალტერნატივები.
  2. პიროვნული კავშირების არარსებობა- გაეცანით მოლაპარაკების ობიექტის პიროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, პიროვნული კავშირების არარსებობა და ურთიერთობების ნაკლებობა მოლაპარაკების გაღრმავებას უშლის ხელს.
  3. დიალოგის იგნორირება- მოუსმინე რომ გაიგო და ისაუბრე რომ გაგიგონ! მონოლოგის რეჟიმი წამგებიანი პოზოცოაა.
  4. ნეგატიური სიტყვები- მოერიდეთ უარყოფის გამომხატველ სიტყვებს, ”არა”-ს ალტერნატივაა  ”შესაძლებელია”.  ეს მეთოდი მომავალი ურთიერთობების შესაძლებლობას ქმნის.  
  5. ეტიკეტის წესების უგულვებელყოფა- თუ ამერიკელ ბიზნეს პარტნიორთან მხარზე ხელის შეხებით მეგობრობას გამოხატავთ, ინდოელს ამ ჟესტით შეურაცყოფას მიაყენებთ. ყურადღება მიაქციეთ თანხმობა-უარყოფის გამომხატველ თავის თუ ხელის მოძრაობებს, სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში ისინი განსხვავებულია.

წარმატებული მოლაპარაკების მთავარი მტერი უკომპრომისობა და სიჯიუტეა. იყავით ინფორმირებული, მომთმენი და არგუმენტირებული. გჯეროდეთ საკუთარი თავის!

გისურვებთ წარმატებულ მოლაპარაკებებს!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები