LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ რუსეთის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა

38

რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრები, რომლებიც მოლდოვიდან დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამგზავრებას აპირებდნენ, მოლდოვიდან დეპორტაციით გამოაძევეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება.

გამოძევებულთა შორის არიან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ მაიორი ალექსანდრ ვლადიმიროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ცხინვალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, იგორ კოზაევი, დანარჩენ დელეგეციის წევრებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები