LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვას პრეზიდენტს შესაძლოა, იმპიჩმენტი დაემუქროს

110

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს მთავრობის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბლოკირების უფლება ჩამოართვა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ იგორ დოდონმა კონსტიტუცია და პრეზიდენტის ფიცი დაარღვია.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი თავდაცვის მინისტრად ეუჯენ სტურზის დანიშვნაზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შედეგად, თანამდებობის პირთა დანიშვნას ამიერიდან პრეზიდენტის თანხმობა და ხელმოწერა აღარ დასჭირდება. ამ ფუნქციას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

მოლდოვას კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მმართველი პარტიის მიერ მინისტრად წარდგენილი კანდიდატის ბლოკირება ერთხელ შეუძლია. დოდონმა კი ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნაზე უარი ორჯერ თქვა. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია რომ პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას თავს არიდებს.

თავად პრეზიდენტმა დოდონმა მომხდარი მთავრობის მხრიდან ხელისუფლების უზურპაციად შეაფასა, ხოლო ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ანარქია უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები