LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლოდინი ლოგიკურია, გულშემატკივარი მაქსიმუმს ითხოვს: გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ

57

გიორგი ასანიძე უკვე მაგარი მწვრთნელია. შედეგის მომტანი, წარმატებული, სამაგალითო. ასანიძე იგებს. ყველა დონეზე. ასანიძე და ლაშა ტალახაძე ბოლო პერიოდში თითქმის ყველა გამოკითხვაში საუკეთესოები გახდნენ და ეს ლოგიკურია. ლაშამ მოიგო ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპა. ამ დიდ ტურნირებზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ასანიძე, 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

ჩვენი ნაკრები მზადებას დუშეთში გადის. დაიწყო ბაკურიანით და სპლიტში, ევროპის ჩემპიონატზე მიდის.
ასანიძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელია. ფენომენალური შედეგი. დამსახურებული შედეგი.
რამდენიმე კითხვა ლეგენდაას, რომელიც მწვრთნელის რანგშიც არ აგდებს ტემპს.

 

გიორგი ასანიძე:

ნაკრები იანვრიდან, მწვრთნელების მიერ შემუშავებული გეგმით ემზადება. შეკრება დაიწყო ბაკურიანით და უკვე ამის შემდეგ, გადმოვედით დუშეთში. მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე და პარალელურად, კადეტები მიდიან მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს არის 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო გათამაშება. ნაკრები კარგ ფორმაშია. ლაშა კარაგდ არის. ტალახაძეს ჰქონდა პატარა ტრავმა, მაგრამ მჯერა, რომ ტურნირისთვის ის კარგ ფორმაში იქნება. მძიმე წონაში იქნება ჩვენი კაპიტანი, გამოცდილი ირაკლი თურმანიძეც. რა თქმა უნდა, იქნება ბრძოლა ჩემპიონობისთვის ლაშასგან და იქნება ბრძოლა მედლისთვის ირაკლის მხრიდან.

ნაკრებში არის ორი ახალგაზრდაც.

ევროპაზე მიდიან შამილიშვილი და ლომთაძეც. ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ვაძლევთ თამის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს. ბევრი მიზეზის გამო, ამ ეტაპზე ტურნირზე მოკრძალებული შემადგენლობით მივდივართ. მსოფლიოზე უკვე სულ სხვა შემადგენლობით ვიქნებით. მზადებით, მაინც კმაყოფილი ვარ. არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს მოგვარებადია.

რას ელოდება მთავარი მწვრთნელი ევროპაზე?

მოლოდინი ლოგიკურია, რაც უნდა იყოს. გულშემატკივარი ჩვენგან უკვე მაქსიმუმს ითხოვს. ეს კარგია. და ეს სპორტია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

მთავარი კონკურენტები?

მძიმე წონაში ორივე სომეხი სპორტსმენი გამოდის და ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ. ბრუნდება ორწლიანი არყოფნის შემდეგ რუსი ალიბეგოვი და ისიც სოლიდური სპორტსმენია. მაგრამ ყველა კონკურენტის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალის და ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებით დავბრუნდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები