მომატებული კილოგრამები ორსულობისას, გაუტკივარება და მშობიარობის შიში – ირაკლი ვერულაშვილი ორსულობა-მშობიარობის შესახებ | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

მომატებული კილოგრამები ორსულობისას, გაუტკივარება და მშობიარობის შიში – ირაკლი ვერულაშვილი ორსულობა-მშობიარობის შესახებ

პოპულარული

მომატებული კილოგრამები ორსულობისას, გაუტკივარება და მშობიარობის შიში – ირაკლი ვერულაშვილი ორსულობა-მშობიარობის შესახებ

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იყოს კატეგორიულად აკრძალული, შეზღუდული და რა პროდუქტების მიღებაა აუცილებელი ორსულთა რაციონში, რა გავლენას ახდენს მშობიარობის შესაძლო გართულებაზე მომატებული კილოგრამები, რა იწვევს გლუკოზის დონის მატებას ორსულებში და რატომ შეიძლება ამან ავნოს დედას და ნაყოფს, რა არის პრეკლამსია, რა სიმპტომებით ვლინდება ის და უსაფრთხოა თუ არა გაუტკივარება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვეერულაშვილმა ისაუბრა.

ახლა გარდამავალი სეზონია, ბევრი ახალი პროდუქტი შემოდის. რა უნდა მიირთვას ორსულმა და რას უნდა მოერიდოს?

კვებას ადამიანისთვის და მითუმეტეს ორსული ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ ორსულობა კარგად წარიმართოს და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, კვებას დიდი როლი ენიჭება. საკვები შედგება ცილებისგან, ცხიმებისგან და ნახშირწყლებისგან. როგორც იცით, ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა და ის აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუმცა, დიდი ოდენობით ცომეულის მიღება იწვევს წონაში მატებას. რაც შეეხება ცილებს, ის საშენი მასალაა ორგანიზმისთვის, ცხიმებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, საუბარია სასარგებლო ცხიმებზე, მაგალითად ავოკადო, ნიგოზი. არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინები, რაც მრავლად არის ხილსა და ბოსტნეულში. მაგალითად, როდესაც ორსული ვეგეტარიანელია და არ იღებს თევზსა და ხორცს, რაც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მეორე ტრიმესტრში რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნილება გაზრდილია, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს, ამ დროს ვიტამინებს ვამატებთ ხოლმე. ტოქსიკოზის დროს, როდესაც ქალს უჭირს საკვების მიღება, ძირითადად გადასხმებითა და ვიტამენით ხდება ორგანიზმის შევსება.

რას გულისხმობს ორსულობისას ჭარბი წონა, საშიშია თუ არა და რამდენი კილოგრამი შეიძლება მოიმატოს ქალმა ორსულობისას?

შეცდომაა ის, რომ ორი ადამიანის ნაცვლად არ უნდა იკვებოთ. თუ ქალი ჩვეულებრივ 1800-2000 კალორიამდე იღებს, კალორაჟი ორსულობისას შეიძლება 2 000-დან 4 000 კალორიამდე შეიძლება გაიზარდოს. წონის ნამატი კი 12-18 კილოგრამი შეიძლება ვივარაუდოთ. თუ დროულ ვადაზე იბადება ბავშვი, ოთხ კილომდე ნაყოფზე მოდის, დანარჩენი კი დედის ცხიმია. ორსულად ვარ და ჩემთვის ყველაფერი შეიძლება არასწორია. წონის მატებისას საფრთხე ექმნება ნაყოფსაც, ქალს უჭირს წონის კლება, ჩნდება სტრიები, შესაძლოა სახსრებს, გულ–სისხლ ძარღვთა სისტემას შეექმნას ზედმეტი წონისგან პრობლემა, შესაძლოა დიაბეტიც ჩამოყალიბდეს.

გლუკოზის დონის მატება სისხლში – კვლევა, რომელიც ყველა ორსულს უტარდება. რატომ არის ამ კვლევის ჩატარება აუცილებელი?

ზოგადად გლუკოზა არის შაქარი, რომელიც გარემოდან ხვდება ქალის ორგანიზმში. არაორსულ მდგომარეობაში გლუკოზას მილიმოლებში საზღვრავენ და ნორმა 3-დან 5 მილიმოლამდეა. თუ ზღვარი მომატებულია, ეჭვი მიგვაქვს ენდოკრინულ დარღვევაზე, პანკრეატიტზე, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებაზე და ა.შ. გესტაციური დიაბეტი არის შეძენილი დიაბეტი და ის უშუალოდ ორსულობის დროს იწყება და ორსულობის დასრულებისთანავე ქრება. საფრთხე, რაც გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება ნაყოფზე განაპირობოს, ეს არის ნაყოფის გესტაციასთან შედარებით დიდი წონა. დიდი ზომის ნაყოფმა შესაძლოა მშობიარობის დროს ქალის სამშობიარო გზები ვეღარ გამოიაროს და მენჯთან შეუსაბამო იყოს მისი წონა. დიდი ბავშვი ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელ ბავშვს. ამიტომ უკეთდება ყველა ოსრულს შაქრის ანალიზი მეორე ტრიმესტრში. იმ შემთხევაში, თუ ორსულს ჩივილები აქვს: ხშირი დაღლა, ხშირი შარდვა, მომატებული წყურვილის შეგრძნება, ამ დროს აღარ ველოდებით რუტინულ კვლევებს და უფრო ადრეულ ვადაზე ვაკეთებთ ტესტს.

პრეეკლამსია – რომ აგვიხსნათ ეს ტერმინი და საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა?

პრეეკლამსია მეანობაში ერთ-ერთი სერიოზული დაავადება და გართულებაა. ეს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიაა და გესტაციის 20 კვირის შემდეგ ხდება მისი აღმოჩენა. პრეეკლამსიით სიკვდილიანობა მოწინავე ადგილზეა, წელიწადში 100 000-მდე ქალი იღუპება. პრეეკლამსია იყოფა მარტივ და რთულ მდგომარეობად. გაიდლაინით არის გაწერილი, როგორ უნდა ვმართოთ ის. როდესაც ქალი აღწერს, რომ აქვს არტერიული წნევის მატება, აღენიშნება მომატებული შეშუპება და შარდში პროტეინურიაა, ეჭვი პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. მარტივი მდგომარეობა შესაძლოა რთულში გადავიდეს. ქალი რომელიც აღნიშნავს, რომ არტერიური წნევა 140/100-ზე აქვს, ეს მსუბუქი პრეეკლამსიაა, აქ მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის შედეგიც. ხოლო თუკი წნევა 160/100-ზე მაღალია, ეჭვი მძიმე პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. გამოსავალი ორივე შემთხვევაში არსებობს, მთავარია დროული მიმართვიანობა. როდესაც დავადგენთ, რომ მსუბუქი პრეეკლამსიაა, უმჯობესია 24 საათიანი მონიტორინგი კლინიკაში. თუ გამოირიცხება, რომ მძიმე პრეეკლამსია არ არის, უნდა მოხდეს დასტაბილურება. თუ ვერ დასტაბილურდა, უნდა გადაიხედოს ბავშვისა და დედის მდგომარეობა და გადაწყდეს მშობიარობის ტაქტიკა. პრეეკლამსიის გამოსავალი არის მშობიარობის დასრულება, უპირატესობა ფიზოლოგიურ მშობიარობას ენიჭება. თუ ნაყოფი 32 კვირაზე პატარაა, უმჯობესია საკეისრო კვეთა.

ფიზოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა – თემა, რომელზეც არ სრულდება საუბარი და კამათი…

საკეისრო კვეთა მშობიარობის ერთ-ერთი სახეა. მე ყველა ორსულს ვურჩევ, რომ იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. თუ რაიმე გართულებაა უშუალოდ მშობიარობის დროს, ამ შემთხვევაში, ორსულს უნდა თუ არა, მას საკეისრო კვეთა უკეთდება. რაც შეეხება უპირატესობებს – კვლევებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ნაყოფი გარემოსთან უფრო შეგუებული იბადება. რაც შეეხება საკეისრო კვეთას, აქ გართულებები უფრო მეტია. ეს არის ოპერაცია, თუმცა, ქალები სერიოზულად არ უყურებენ ამას. არის შიშის ფაქტორიც და ბევრი ქალი საკეისრო კვეთას შიშის გამო ირჩევს. არ არსებობს ორსული, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, რომ უნდა საკეისრო. ორსული შესაძლოა არ დადიოდეს მშობელთა სკოლაში, მაგრამ ის ექიმმა უნდა მოამზადოს ფსოქოლოგიურად და აუხსნას, რომელი სჯობს. თუ ქალი დაჟინებით ითხოვს საკეისრო კვეთას, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვუთხრათ. თუმცა, დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ და ამის შემდეგ იღებს ის გადაწყვეტილებას.

ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ეხმარებიან ქალს მშობიარობის პროცესში, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია თავდგომის პრაქტიკა დადგენილია. თუმცა, ესეც სწორად უნდა იყოს შერჩეული ვინ დაესწრება, ზოგჯერ მშობიარეს დედა მისახედი გვიხდება ხოლმე.

გაუტკივარება – რამდენად უსაფრთხოა და იწევს თუ არა გართულებებს?

გაუტკივარება ქალის არჩევანია. არსებობს ფსიქოლოგიური გაუტკივარება, მართალია ტკივილი არ იხსნება, მაგრამ ფსიქოლოგიურ დოენზე ხდება ქალის მომზადება, რომ ტკივილი უკეთ აიტანოს. არის სხვადასხვა პოზები, რაც ტკივილს ამცირებს. არის ეპიდურალური გაუტკივარება, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ფაქტიურად აქრობს. მას თავისი ჩვენებები აქვს. ანესთეზია უნდა გააკეთოს გამოცდილმა ანესთეზიოლოგმა და შიში იმისა, რომ ქალი ვერ გაივლის, ეს არასწორია. რისკები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩარევისას, არის რა თქმა უნდა. შესაძლოა ნაჩხვლეტი დაჩიქრდეს, შესაძლოა გამოიწვიოს თავისა და წელის ტკივილი, რაც 1-2 კვირაში ალაგდება. ნაყოფისთვის გაუტკივარება უსაფრთხოა, რადგან არ გადის პლაცენტარულ ბარიერს.

ასაკი და ორსულობა/მშობიარობა – არის თუ არა მეტი რისკი გვიანი მშობიარობისას?

ოქროს შუალედად მიიჩნეოდა 18-35 წლამდე, თუმცა ეს ასაკი გაიზარდა. ასაკთან ერთად გასანაყოფიერებელი კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს და დაორსულება რთულდება. ასაკში სხვადასხვა პათოლოგიების რისკები ჩნდება. კეთდება ორმაგი და სამმაგი გენეტიკური ტესტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების აღმოჩენას უწყობს ხელს. არის არაინვაზიური, ექსოკოპიური კვლევა და ხდება კისრის ნაოჭის გაზომვა. აღსანიშნავია ფოლიუმის მჟავა, რომელიც ყველა ორსულისთვის არის რეკომენდირებული და სწორედ ეს უწყობს ხელს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებას და სწორ განვითარებას. კეთდება ინვაზიური კვლევებიც, 12-20 კვირის ვადაზე ამიოცენტეზის საშუალებით ზუსტად ხდება ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა. მესამე და მეოთხე ორსულობა უფრო სარისკოა, რადგან სისხლდენის რისკი უფრო მეტია. ყველაზე უსაფრთხო პირველი მშობიარობაა, მაგრამ ის უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

რჩევები /

|

31 მაისი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => irakli-verulashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 249018
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => irakli-verulashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 249018
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => irakli-verulashvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => irakli-verulashvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (249018) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (25426,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 272105
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-08-02 17:52:47
                    [post_date_gmt] => 2018-08-02 13:52:47
                    [post_content] => 

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან" – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა - ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში?  ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი" ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 - იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა. ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 - მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს. თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ - არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში. პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები. https://www.youtube.com/watch?v=vr-WljGolNA&feature=youtu.be რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა? ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია - ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება. რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს? ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2. საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს? მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს. ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს. ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე. რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა. დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო? გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % - ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება. პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს. ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს - ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის", ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.   თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია? საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები. ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.   საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება? არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება. ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/08/ekimi-nikoloz-gvaxaria.mp3"][/audio]   [post_title] => სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით  [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => simsuqne-diabeti-operacia-gasaocari-shedegebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-02 18:04:13 [post_modified_gmt] => 2018-08-02 14:04:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=272105 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 270008 [post_author] => 23 [post_date] => 2018-07-26 16:41:11 [post_date_gmt] => 2018-07-26 12:41:11 [post_content] => რატომ ჩნდება ტყვია სისხლში და მართლა საგანგაშოა თუ არა ქვეყანაში არსებული სურათი, არსებობს თუ არა პრევენციის გზები, რომელი საკვებია საფრთხის შემცველი და რომელი ასაკი მიეკუთვნება რისკ–ჯგუფს. ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა ტყვიის ანალიზი და რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ბატონო თემურ, ამირან გამყრალიძენ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი, რას გულისხმოს ეს განცხადება და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან, რა სურათზეა საუბარი? ტყვიის შესახებ საუბარი გლობალური პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. დაახლოებით სექტემბერში ვგეგმავთ რომ 2000 ბავშვს შერჩევითად ჩავუტაროთ ტყვიის განსაზღვრის ანალიზი სისხლში, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამის შემდეგ დარგის სპეციალისტები, ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლების ცალკეულ რგოლებს, რომელთაც უშუალოდ  ეხებათ მათზე კონტროლი, შესთავაზებენ იმ სტრატეგიულ ღონისძიებებს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ტყვიის შემცველი სხვადასხვა ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის პრევენცია უზრუნველყონ, ეს იქნება საკვები საშუალებები, სათამოშოები, სამშენებლო მტვერი, საღებავები თუ ა.შ. რა პრინციპით შეირჩევიან ბავშვები, რომელთაც კვლევა ჩაუტარდებათ? მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით, მაგალითად ორი წლის წინ „იაშვილის კლინიკაში“  იუნისეფმა  ჩაატარა იგივე კვლევა დაახლოებით 300 პაციენტთან, აღმოჩნდა რომ  33 % -ს, დაახლოებით 100 პაციენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღენიშნებოდა, ოღონდ ეს არ იყო ისეთი მაჩვენებელი, რომელიც ორგანიზმის მოწამვლას გამოიწვევდა, ეს ბავშვები იყვნენ პრაქტიკულად ჯანმრთელები, ისინი სხვა პრობლემით აღმოჩნდნენ სტაციონარში  და ასეთი შედეგი მივიღეთ. მათ არანაირი გამოვლინება ტყვიით მოწამვლის არ ქონდათ, აქედან გამომდინარე დაიგეგმა, რომ ჩატარებულიყო უფრო ღრმა კვლევა და დაგეგმილიყო ის სტრატეგიული ღონისძიებები, რაც ბავშვებზე ტყვიის მავნე ზეგავლენას თავიდან აგვაცილებს. მშობლების ის ნაწილი ვისი სტატუსებიც ძალიან პოპულარული გახდა ტყვიასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად წერენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ყველა  მაპროვოცირებელ  ფაქტორს, მაგრამ ამის მიუხედავად  მათი შვილების სისხლში ტყვიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მთელი რიგი მაპროვოცირებელი ფაქტორებისა, რომელზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, არსებობს  ის მთავარი გარემო ფაქტორი რასაც ვერსად გავექცევით? გარემო არის ზოგადად დაბინძურებული, თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ თბილისი არც ისე დაბინძურებული ქალაქი ყოფილა. კვლევა სწორედ იმას ემსახურება, რომ მშობლებს შევთავაზოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რასაც მაქსიმალურად უნდა მოარიდონ ბავშვები. სუნელები ახსენეთ, აღმოჩნდა რომ ქართულ სუნელებში  შერეული იყო აზიიდან შემოტანილი სუნელები, რომელიც  შეიცავდა სპეციალურ საღებავებს,  არ იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და შესაბამისად კვლევამ აჩვენა, რომ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო, უნდა აღინიშნოს რომ ეს არ იყო ქართული სუნელი. ჩვენი და ქვეყნის მთავარი მიზანია, ტყვიის შემცველი პროდუქციის შემოტანა მაქსიმალურად აიკრძალოს. 70-იან წლებში ასეთივე კვლევა ჩატარდა აშშ-ში და აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული ბავშვები 88 % აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში.   შემდეგ უკვე 2000 წელს იგივე კონტიგენტს ჩაუტარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ  მხოლოდ 0,88 % -ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი შემცველობა.  ანუ, ქვეყანამ გაატარა სტრატეგიული ღონისძიებები, აკრძალა საღებავებში, ბენზინის და ნავთობ პროდუქტებში  ტყვიის შეცველობა, აკრძალა უხარისხო სათამაშოები, თავიდან გადაღებეს 70-იან წლებამდე აშენებული სახლები და აქედან გამომდინარე ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდა ტყვიის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა? მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება შეიძლება არ ქონდეთ,  ეს არ ნიშნავს რომ მათ განუვითარდეთ ტყვიით მოწამლვა, ტყვიის მოწამლვა ეს არის ხანგრძლივად ქრონიკული ზემოქმედება ტყვიის ბავშვის ორგანიზმზე.  თუ მწვავე მოწამვლასთან გვაქვს საქმე, ვიყენებთ ე.წ. ხელატურ მკურნალობას, მაგრამ თუ ბავშვის ორგანიზმი გაჯერებულია ცილებით,  რკინით, კალციუმით, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით, ცხიმს არ იღებს დიდი რაოდენობით, რადგან  ცხიმი ხელს უწყობს ტყვიის შეწოვას ორგანიზმში, ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ტყვია შეიძლება იყოს მაღალი, არ უერთდება გემოგლობინს და არ იწვევს მოწამლვას.
თუ თქვენი შვილები იკვებებიან სწორად, სწორად მომზადებული პროდუქტით, რაც გულისხმობს, მაგალითად არასოდეს უნდა გამოვიყენოთ ცხელი წყალი პროდუქტის გასარეცხად, აუცილებლად მხოლოდ ონკანის ცივი წყალი უნდა გამოყენოთ.  საკვები პროდუქტები ეს იქნება ხილი, ბოსტნეული თუ სხვა, უნდა შევიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებზე და არა მაგისტრალებთან ახლოს. ევროპის ქვეყნებში მაგისტრალებთან ახლოს მოყვანილი პროდუქცია მიუღებელია, უფრო მეტიც, შინაური ცხოველები და ფრინველები მაქსიმალურად მოცილებული არიან მაგისტრალებს.
თუ ეს ღონისძიებები გატარდება ტყვიის მავნე ზემოქმედებას ვერ მივიღებთ. ტყვია საჭირო მეტალია, ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს ნიადაგში, საქართველოს მაღალ მთიანეთში მოიპოვებოდა. რომაულ წყარობეში არის ასეთი ცნობები, რომ ის ადამიანები, წარჩინებულები, ვინც ტყვიის შემცველ ნაკეთობებს იყენებდნენ, აღმოჩნდა, რომ აღენიშნებოდათ გონებრივი ჩამორჩენა, ადვილად იღლებოდნენ, მალე ბერდებოდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ტყვიის შემცველ ნივთებთან შეხება არ ჰქონდა. ვერასოდეს ვერ განვითარდებოდა რადიაციული და სხივური თერაპია, იგივე რენდგენოლოგიური კვლევები, თუ ტყვიისშემცველ რეზინას არ გამოიყენებდა ადამიანი. როგორც მოგეხსენებათ, ტყვია არ ატარებს რადიაციულ სხივებს და სამედიცინო დაწესებულებებში ვიყენებთ სპეციალურ რეზინაშემცველ ტყვიას და ტყვიისშემცველ მინას, ტყვიისშემცველ სათვალეებს, რომლითაც სამედიცინო პერსონალი არის მაქსიმალურად დაცული, ოღონდ ისინი სწორად მოიხმარენ. ტყვია გამოიყენება აკუმულატორების წარმოებაში, ბოლო პერიოდში ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, მათი აკუმულატორები სწორედ ტყვიით არის დამზადებული, ოღონდ ამ მანქანების ჩამოწერის შემდეგ ეს ტყვიისშემცველი აკუმულატორები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ ტერიტორიაზე,  რათა არ გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება იგივე ნიადაგზე, ნიადაგიდან შეიძლება გადავიდეს ხილზე, ბოსტნეულზე და ა.შ. თუ ეს ყველა პირობა დაცული იქნება, ტყვიას ასეთი მავნე ზეგავლენა არ ექნება ჩვენს ორგანიზმზე. მე, მაგალითად სკოლის დროიდან მახსოვს, რომ მომწამვლელად ხასიათდება ორგანული ტყვია და არა არაორგანული ტყვია. თუ ტყვიის შემცველი სათამაშო გვაქვს და მას ბავშვი მოიხმარს, პირში იდებს ხშირად, ან ძველი სახლია რომელიც ტყვიის შემცველი საღებავით არის შეღებილი და ამ ჩამოფცქვნილ ნაწილაკებს ბავშვი ისუნთქავს, ან შემხები ზედაპირები, მაგალითად მერხის ზედაპირი შეღებილია მსგავსი საღებავით და ხშირი შეხება აქვს მასთან ბავშვს,  ამ შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივი მოწამლვა განვითარდეს.  კლინიკური გამოვლინებები რომ იმ წამსვე დაიწყოს, როგორც წესი, ტყვიის მოწამვლის დროს ეს არ ვითარდება. ტყვიით მოწამვა არის ქრონიკული პროცესი, რომელსაც  თავისი მიმდინარეობა აქვს, ეს არის მსუბუქი მოწამლვა, საშუალო მოწამლვა, მძიმე მოწამლვა,  მწვავე მოწამლვა და ა.შ. მთავარი სიმპტომები, რის გამოც მშობლებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება არის თმის ბუდობრივი ცვენა და განვითარების ეტაპების შეფერხება ბავშვებში, არის თუ არა ეს ის მთავარი სიმპტომები, რაც ტყვიის ტოქსიკურ მაჩვენებელს ახასიათებს? განვითარების ეტაპების და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, დაბალი ინტექტუალური დონის განვითარება, დასწავლის უნარების შეფერხება - ეს შეიძლება იყოს ტყვიასთან დაკავშირებული. რაც შეეხება თმის ბუდობრივ ცვენას,  მისი ეტიმოლოგია საკმაოდ რთული დასადგენია, ეს არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ხშირ შემთხვევაში ის ავტოიმუნური გენეზის ან სოკოვანი ეტიმოლოგიის ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ, როგორც წესი, თმის ბუდობრივი ცვენა უკვალოდ გაივლის ხოლმე ააკის მატებასთან ერთად.
ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი – კი ბატონო შეიძლება დაკავშირებული იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწამლვა დგინდება და მაჩვენებელი 50 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალია, შესაძლოა ხელაციური მკურნალობა გამოვიყენოთ, ანუ გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიას გამოაძევებს.
თუ ტყვიით არის განპირობებული ზემოთ აღნიშნული პრობლემები, დროულად დავადგინეთ და მკურნალობა ჩატარდა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოსწორდეს, მაგრამ  თუ ცენტრალური ნერვული სისტემა უკვე დაზიანდა ან ჩალაგდა ძვალში, სხვადასხვა ქსოვილებში ღვიძლში, ელენთაში, მაშინ მისი გამოდევნა ძალიან ძნელია. როგორ განვსაზღვროთ ხარისხიანი თუ არა სათამაშო? საქართველოს შემთხვევაში ალბათ იმით, თუ სად იყიდება, ელემენტარულად დაბალი ხარისხის სათამაშოების მაღაზიაში არის სპეციფიური სუნი. ეს სუნი არა მხოლოდ ტყვიის შემცველობაზე მიანიშნებს, არამედ სხვა მომწამლავი ნივთიერებების არსებობაზეც. ყველა მშობელს ვურჩევ, ჯობია ერთი ხარისხიანი სათამაშო უყიდონ, ვიდრე ორმოცდაათი უხარისხო. კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვის საძინებელში მიმოფენილი უამრავი სათამაშო, ინტერესს კარგავს ბავშვი, როდესაც ბევრს ერთდროულად ვაწვდით. წავიკითხოთ ანოტაცია, თუ სად არის დამზადებული, როგორ, რა შემცველობის არის. რომელია ყველაზე მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება ეს საფრთხე და არიან თუ არა ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ? რისკის ქვეშ არიან ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები, რადგან იმყობენიან სამშენებლო მტვერის და ნავთობპროდუქტების  ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე, რომ  საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინი აღარ შემოდის, სახელმწიფო ამას მეტ-ნაკლებად არეგულირებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის 2-დან 6-წლამდე ბავშვები, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვები იქნებიან ძუძუთი კვებაზე თუ ხელოვნურ კვებაზე  მეტ-ნაკლებად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებენ, ხოლო 2 წლიდან როდესაც გადადიან  შერეულ კვებაზე ან მთლიანად ჩვეულებრივ კვებაზე,  არასწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტებით,  ან არაჯანსაღი პროდუქტებით, შეიძლება პროვოცირება მოვახდინოთ მათზე, ასევე 2 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას, აუცილებელია დღეში ორჯერ სველი წესით გაიწმინდოს ბავშვის სათამაშოები, ხშირად განიავდეს ოთახი. შეიძლება ყველას არ შეეძლოს ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანა, მაგრამ ქალაქში არის რეკრეაციული ზონები და კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიყვანონ ბავშვები. ვიმედოვნებთ ამდენი უხარისხო და უსახური მშენებლობა აიკრძალება ამ ქალაქში და შევძლებთ მივიღოთ უფრო მეტად გამწვანებული თბილისი. ვინ უნდა გადაწყვიტოს რეალურად გვჭირდება თუ არა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება და მეორეს მხრივ, ვის სჭირდება ამ კვლევის ჩატარება? ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთო მაჩვენებელთან შედარებით გაკეთდა 3-ჯერ მეტი კვლევა, აღმოჩნდა, რომ არა ექიმის მიმართვით ხდება ეს კვლევა, არამედ მშობლები საკუთარი ინიციატივით უკეთებენ ბავშვებს. მე არასოდეს არ დამინიშნია ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ანალიზი, იმიტომ რომ არაფერს არ გაძლევს, თუ ბავშვი დადის და შენამდე მოჰყავთ პაციენტი, არასოდეს არ ექნება მას ისეთი მაღალი შემცველობა. ტყვიის მაღალი შემცველობის დროს ბავშვი უნდა იყოს მივარდნილი, ადინამიური, შეიძლება იყოს ღრმა ნევროლოგიური დარღვევები, როგორიც არის ეპილეფსიური გულყრები, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, დიარეა და ა.შ. თუ ასეთი კლინიკური გამოვლინებაა, პაციენტი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ხვდება და ისინი იკვლევენ ტყვიის შემცველობას.
მე მირჩევნია პრევენციული ღონისძიებები შევთავაზო მშობელს, მიიღოს ც ვიტამინით  და რკინით მდიდარი საკვები ბავშვმა, მიიღოს ბუნებრივი ანტიდოტი, სიმინდის შემცველი პროდუქცია, იქნება ეს ღომის თუ მჭადის სახით, მიიღოს  სულგუნის ყველი კალციუმით მდიდარია, ადრეულ ასაკში სხვა ყველი არც უნდა მივცეთ ბავშვს, რადგან ის შეიძლება სხვადახვა ბაქტერიის წყარო აღმოჩნდეს.
ე.წ. ხელაციურმა მკურნალობამ, ქიმიური პრეპარატებით, შეიძლება ბევრად უფრო ტოქსიური ზემოქმედება გამოიწვიოს ორგანიზმზე, ვიდრე ტყვიის მაღალმა შემცველობამ. ექიმს უნდა შეეძლოს მშობლის დამშვიდება, რომ მშობელმა არ გამოიყენოს ის მავნე პრეპარატები, რომელმაც შესაძლოა უფრო დააზიანოს ბავშვის ორგანიზმი. როდესაც მაღალია ტყვიის შემცველობა ის ლაგდება ძვალში ან ღვიძლში, ულტრასონოგრაფიულად ლურჯ-შავი ხაზის არსებობა ქვია და ამ შემთხვევაში კი, საჭიროა ხელაციური თერაპია. მაგრამ ეს არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, მე პრაქტიკულად არ შემხვედრია ე.წ. ლურჯ-შავი ხაზი ღვიძლში და არ შემხვედრია ძვალში რენდგენოლოგიური სურათი ტყვიის ჩალაგების. ეს ვითარდება ისეთ რისკ–ჯგუფის ქვეყნებში, სადაც არის ტყვიის მომპოვებელი საბადოები ან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და სამშენებლო მტვერით არიან დაბინძურებულები, ან შახტაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც მიდიან სახლში, არ იცვლიან სამოსს და ბავშვები სუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს, ასეთი რისკ–ჯგუფის ქვეშ მყოფი ბავშვები ცალკე უნდა გამოიყოს და მათ უნდა ჩაუტარდეთ ტყვიის შემცველობაზე კვლევა. ყველაზე ინფორმაციული მეთოდი სისხლში ტყვიის განსაზღვრის არის კაპილარული მეთოდი, შემდეგ შეიძლება გადამოწმდეს ვენურ სისხლში. დასაშვები ნორმა არის 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე და მასზე ნაკლები,  ზოგ შემთხვევაში შეიძლება 10-მდეც იყოს და ესეც არანაირი პრობლემა არ არის. უფრო კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, 2-დან 6 წლამდე მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების მენიუში რომელი საკვები არუნდა იყოს და რომელი უნდა იყოს აუცილებლად? არ უნდა იყოს ნაჯერი ანუ ტრანსცხიმები, თერმულად სწორად უნდა დამუშავდეს საკვები და მოვათავსოთ სპეციალურ ტემპერატურაზე, არ უნდა მოვათავსოთ საკვები თიხის ჭურჭელში, შეიძლება ის იყოს ტყვიის შემცველი.
საკვები ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით სწორად გაჯერებული უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს შაქარს და მავნე ვითარებებს, რკინით და კალციუმით უნდა იყოს მდიდარი. ვიტამინებით გამდიდრებული საკვები უნდა მივაწოდოთ, უმჯობესია ნებისმიერი ვიტამინი არა ხელოვნურად, არამედ საკვებიდან მიიღოს ბავშვმა.არის მეორე მხარეც, ეკოლოგიურად არა სუფთა პროდუქტები გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად თავიდან რომ ავიცილოთ ნიტრატების, გერბიციდების და პესტიციდების ზეგავლენა,  პროდუქტი 30-40 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ.განსაკუთრებით კურორტზე, როდესაც მიდიან ბავშვები ან თბილისის შემოგარენშიც არის ავზის წყლები, რეზერვუარის წყლები, რომელიც შეიძლება იყოს დაბინძურებული, ამიტომ ბავშვისთვის მოსამზადებელი საკვები აუცილებლად მოვათავსოთ გამდინარე წყალში.თუ ყველა პირობა იქნება დაცული, ბავშვი საკვების მიღებამდე და მას შემდეგ დაიბანს ხელს, სველი წესით დამუშავდება  ბავშვის ყველა ინვენტარი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ავიცილებთ ტყვიის მავნე ზემოქმედებას.
თამბაქოს ინტენსიური მოწევა უნდა აიკრძალოს, კოსმეტიკური საშუალებები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ბავშვის იქნება ეს თუ მოზრდის, განსაკუთრებით გაურკვეველი წარმომავლობის. უნდა აიკრძალოს კუსტარულად დამზადებული სპირტი და არაყი, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მეთოდი, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოები, აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი სუნელები, რადგან დიდი შანსია, რომ ტყვიის შემცველი იყოს და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/2018-07-25-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]   [post_title] => ტყვია სისხლში!!! გამოსავალი არსებობს - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tyvia-siskhlshi-gamosavali-arsebobs-temur-miqeladzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-26 16:46:20 [post_modified_gmt] => 2018-07-26 12:46:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=270008 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 267535 [post_author] => 6 [post_date] => 2018-07-19 17:00:45 [post_date_gmt] => 2018-07-19 13:00:45 [post_content] => რა დანიშნულება აქვს საბავშვო სამგზავრო სავარძელს და რეალურად, იცავს თუ არა ის პატარას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. ბოლო დროის უმძიმესმა მოვლენებმა ეგრეთ წოდებული „ქარსითის“ საჭიროებებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუმცა, აქვე გაჩნდა უამრავი კითხვა. მაგალითად იცავს თუ არა ის რეალურად ბავშვს ავტოავარიისას, რა ფორმისა და ზომის უნდა იყოს სავარძელი, როგორ უნდა შეირჩეს ის ასაკის მიხედვით, როგორ უნდა დავსვათ იქ ბავშვი მაქსიმალურად უსაფრთხო კონდიციაში და ბოლოს, რა ვქნათ, როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს ამბობს ავტომობილის სავარძელზე. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტმა ია იაშვილმა ისაუბრეს. გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშივლმა, რომელმაც კანონით განსაზღვრულ რეგულაციებზე ისაუბრა: „მცირეწლოვან მგზავრთა გადაყვანის წესები,  საქართველოს ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით რეგულირდება. ერთია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კონკრეტულად 127 პრიმა ერთი მუხლი, სადაც საუბარია ზოგადად სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის საკითხზე და კონკრეტულად ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევაზე, რაც იწვევს ფულად ჯარიმას 40 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკანონმდებლო ნორმა ეს არის, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი სადაც 26 მუხლი უფრო კონკრეტულად არის განმარტებული და მკაფიოდ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს   სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან რაიმე სხვა დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას. ამ რეგულაციით გაწერილი ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით. ნორმების აღსრულების საკითხს რაც შეხება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესებში არის აღმასრულებელი ორგანო, მისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ნორმების აღსრულება, ეს მიმდინარე პროცესია. მაგალითისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ივლისადმე საპატრულო დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოიწერა 3520 ჯარიმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების მსოფლმხედველობაზე, მათი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის საკითხზე და ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ აქტიურად მიმდინარეობს შსს-ს მხრიდან აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, თითოეული მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია მაქსიმალურად დაიცვან მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი ნორმები“ როგორი უნდა იყოს საბავშვო სავარძელი, როგორ შევარჩიოთ სწორად და როგორ გამოვიყენოთ? ეკა ლალიაშვილი: ჩემი მთავარი მოტივაციაა, ეს გადაცემა მოისმინონ მშობლებმა, რადგან უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, როგორ გავუფრთხილდეთ შვილებს ტრანსპორტით გადაყვანისას და აქ კანონის არსებობას თუ არ არსებობას, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება,  რადგან ეს ეხება ყველაზე ძვირფას ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც დღეს კანონს განვიხილავთ, დიახ  26 მუხლში არის გაწერილი, 3 წლამდე ბავშვების გადაყვანის რეგულაცია, მაგრამ, ასევე არის მერვე პუნქტი, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ზის უკანა სავარძელზე და შეკრული აქვს ღვედი, 3 წლამდე ბავში შეუძლია კალთაში ჩაისვას. წარმოვიდგინოთ ეს მდგომარეობა და გავიაზროთ, თუ მოხდება შეჯახება, როგორ წარმოგვიდგენია, ბავშვი რამდენად გადარჩება? შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი ხდება ადამიანის წონა, მათ შორის ბავშვის და წარმოუდგენელია ზრდასრულმა ხელში დაიჭიროს ეს ბავშვი. აქედან გამომდინარე ეს პუნქტი ამოსაღებია საკანონმდებლო ჩარჩოდან და უფრო მეტიც, 0 - დან 12 - წლამდე ბავშვებისთვის უნდა ხდებოდეს ამ ნორმის კანონით დარეგულირება. საერთაშორისო პრაქტიკით, დაახლოებით 100 ქვეყანა სარგებლობს კანონით, რომ სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის გადაყვანა არ შეიძლება. 135-150 სმ - ის სიმაღლის მოზარდზეა საუბარი. სავარძლები სხვადასხვა კატეგორიის არის რა თქმა უნდა,  ბავშვის ზომის მიხედვით განისაზღვრება.  ძირითადად ოთხი კატეგორიის სავარძელი არსებობს და მშობელი თავად განსაზღვრავს, ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით, რომელი ესაჭიროება მას. მინდა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბოლო კატეგორია, რომელსაც ”ბუსტერს” ვეძახით,  ბალიშივით ასამაღლებელია, ძალიან იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, 30 ლარის ფარგლებში. რატომღაც ყველას გონია, რომ სავარძლები ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში შესაძლებელია ამ ბუსტერის გამოყენება. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და გარდა იმისა, რომ სწორად უნდა შევარჩიოთ სავარძელი, დამონტაჟების წესებიც უნდა დავიცვათ. ევრორეგულაციის მიხედვით, თანამედროვე წესები და სისტემებია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავარძელი  ხშირ შემთხვევაში 60-70 % -მდე იცავს ბავშვებს დაზიანებისგან. ამას წინათ ყველამ ვნახეთ შემთხვევა, როდესაც ახალშობილი ტყუპები ნამდვილად სავარძლებში იყვნენ მოთავსებული, მაგრამ შესაძლოა არასწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა გამოიწვია ფატალური შემთხვევა. როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს აბბობს სამგზავრო სავარძელში მოთავსებაზე, მიუთითებს თუ არა ეს, რომ ბავშვს აქვს ქცევითი პრობლემა და მას სჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება? ია იაშვილი: მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომაზე უარის თქმა, არ არის გარკვეულ დარღვევასთან დაკავშირებული. ეს უფრო მეტად მიუთითებს იმას, რომ ბავშვს გამოცდილება არ აქვს მსგავსი ტიპის სავარძელში ჯდომის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რაც შეიძლება ადრე, მცირე ასაკიდან მოათავსონ ბავშვები სავარძელში,  ეს მდგომარება მისთვის ბუნებრივი გახდება და წინააღმდეგობასაც ნაკლებად გაუწევს მშობელს. ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რამდენად ღირებულია ბავშვის სავარძელში ჯდომა, გვირჩევნია, რომ აპროტესტებდეს და დაცულად იჯდეს, თუ მშვიდად, მაგრამ დაუცველად მგზავრობდეს. კონკრეტული რეკომენდაციები როგორია, როდესაც ძალიან აქტიური ბავშვისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენიმე საათი ერთ კონდინციაში ჯდომა? რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამ ჩვევის განვითარებაში დავეხმაროთ? ია იაშვილი: ბავშვის განვითარების ხაზი, ფიზიკური განვითარებიდან იწყება ასე – ჩვილი არის ძალიან მშვიდი, წყნარი რაც უფრო იზრდება  ბავშვის ასაკი, აქტიურობაც იზრდება, იწყებს ხოხვას, სიარულს, მოქნილობა მეტია, მერე უკვე ხტუნვას და ა.შ. შემდგომ 6 წლის ასაკიდან, აქტიურობა უფრო დუნე რეჯიმში გადადის და სწავლისთვის არის ორიენტირებული. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასაკობრივი ნორმა და ვიცოდეთ, ჩვენი შვილი განვითარების რა პერიოდშია და რამდენად შეუძლია კონცენტრირების მოხდენა გარკვეულ აქტივობაზე.  მნიშვნელოვანია, მშობელმა ისეთი აქტივობები შესთავაზოს ბავშვს რაც მისთვის საინტერესო და ღირებულია. 1,5 – 2 წლის ბავშვის გაჩერება ძალიან ძნელია, მესმის მშობლების, რეკომენდაცია ასეთია: დაახლოებით საათი - საათნახევრის შემდეგ შეაჩერონ ავტომობილი და მისცენ ბავშვს გამოძრავების საშუალება, მას სხვა ენერგია აქვს და ეს რაღაცნაირად უნდა დახარჯოს. მისი ძვლებისა და ხერხემლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზა შეიცვალოს. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული თამაშები შემუშავებული ბავშვისთვის მგზავრობის დროს, 3 წლის ასაკში ისინი უფრო მეტად კოგნიტურად ვითარდებიან, ვიდრე პატარები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის ტელეფონი, რადგან ეს ხელს უშლის მათ განვითარებას. გასაგებია რომ მშვიდად ზის ბავშვი, უსაფრთხოდ მგზავრობს, მაგრამ 5 საათის განმავლობაში რომ უჭირავს ტელეფონი რა შემეცნებითი ღირებულების მატარებელია ეს პროცესია? ამაზე უნდა დაფიქრდეს მშობელი, უღირს კი 5 საათი ბავშვი გააჩეროს, მაგრამ ტექნიკამ მომავალში რიგი პრობლემები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში წახალისების მეთოდიც გამართლებულია, რომელიც ვაჭრობაში არ უნდა შეგვეშალოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ გარკვეულ წესებს დაემორჩილება, იგი აუცილებლად მიიღებს სასიამოვნო ჯილდოს.  მშობელი უნდა ეცადოს , რომ ბავშვთან იყოს პოზიტიური, ასწავლოს ინსტრუქციების შესრულება და ამ ყველაფერს დადებითი ფონი ახლდეს.  ჩვენ ამას განმტკიცებას ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ქცევებს მოყვება დადებითი ემოცია და ეს ახალისებს ბავშვის  სწორ ქცევას. როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და უსაფრთოებას ეხება საქმე, მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად კატეგორიული. ბავშვს, მიუხედავად ტირილისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეიკრას ღვედი, დაჯდეს სავარძელში. ეს არის კანონი, წესი, მშობელმა თავიდანვე უნდა ასწავლოს ბავშვს კანონმორჩილება. ეკა ლალიაშვილი: ზოგადად არ არის რეკომენდებული სავარძელში 2 საათზე მეტი დაყოვნება, აქედან გამომდინარე მშობლებმა მცირე წლოვანის გადაყვანისას რაღაც პერიოდულობით შეასვენონ. ერთი რეცეპტი არ არსებობს, სხვადასხვა ხასიათის და კატეგორიის ბავშვებთან მიდგომისას, მაგრამ ყველა მშობელმა იცის, როგორ მიუდგეს თავის შვილს. ”ქარ სითი”  სასჯელი არ უნდა იყოს ბავშვებისთვის, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ ლამაზ ფერად სავარძელში ჩაჯდომა. მშობელმა უნდა შექმნას საამისო პირობები. სტატისტიკის მიხედვით, რამდენად შედეგიანია სავარძლის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს? ეკა ლალიაშვილი: მინდა აღვნიშნო, რომ 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელში ჯდომა ჯარიმდება და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია, მაგრამ რამდენად კონტროლდება ბავშვი სავარძელშია თუ არა მოთავსებული სალონის უკანა ნაწილში, ეს სადაოა. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონში არ არის მკაფიო ჩანაწერი, კალთაში ჩასმის ალტერნატივას გვთავაზობს კანონი. ჩვენ ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებითად, პარლამენტთან, იურიდიულ კომიტეტთან.  მათი მხრიდან აღსანიშნავია საკმაოდ დიდი მოტივაცია. ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში ვართ და საშემოდგომო სესიაზე ღრმად მჯერა, რომ გავიტანთ არგუმენტირებულ  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ კანონპროექტს და წლის ბოლოს გამართული და აღსრულებადი კანონი გვექნება. ია იაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ცოდნა და ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს სავარძლის გამოყენება, სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამბობს, რომ არ გაუგია ამ თემაზე არაფერი. თუ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებს მშობლებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ და მეტი იცოდნენ ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანაზე. შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების გადაჭარბებული სურვილი საჭესთან ჯდომის, განპირობებული იყოს იმ მულტფილმებითა და თამაშებით, რომლითაც ბავშვები ხშირად ერთობიან? ია იაშვილი: ცალსახად იმის თქმა, რომ გარკვეული გაჯეტები განაპირობებს ამ სურვილებს, რთულია. ეს უფრო მეტად შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ბავშვი ხედავს, რას აკეთებს მისი მშობელი. პატარა ასაკში ბავშვები სწავლობენ ერთმანეთისგან და მშობლებისგან. უფროსი ადამიანი არის მოდელი ბავშვისთვის.  სწორად უნდა აღიქვას ეს ფაქტი მშობელმა და არ უნდა მოხდეს დატუქსვა, ყვირილი, აკრძალვა. როგორც კი მართვა დასრულდება, შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება დაათვალიეროს საჭე, დაატრიალოს, დაიკმაყოფილოს ინტერესი. როგორია საერთაშორისო ტენდენცია და ასევე  საინტერესოა როგორია რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ეკა ლალიაშვილი: პირველ რიგში სასკოლო ავტობუსებში უნდა იყოს უსაფრთხოების ღვედები,  თუ ბუსტერების საშუალებაა, ეს უფრო მეტად იცავს ბავშვებს. საკანონმდებლო ჩარჩოზე და ცვლილებებზე საუბრისას ვითვალისწინებთ საერთაშორისო  პრაქტიკას, რომ ყველგან ვერ იქნება სავარძლები ავტობუსი იქნება ეს თუ სამარშუტო ტაქსი, მაგრამ ტაქსის კომპანიები თუ კანონის გარეშეც გამოიყენებენ ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით, ძალიან კარგი იქნება. არსებობს გაეროს 129 რეგულაცია, რომელიც  არა მხოლოდ ზომას და წონას, დამაგრების წესებსაც მკაცრად არეგულირებს და საკმაოდ მაღალი სანქციებიც არის დაწესებული ევროპაში და ამერიკაში კანონდარღვევის შემთხვევაში.  ეს მიუთითებს რომ, ამ ქვეყნებში აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვსურს, რომ ამას მივაღწიოთ. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ცუდ ტონად ითვლება, ადამიანის რეპუტაციას ლახავს, მოქმედებს სამსახურეობრივ საქმეებსა თუ დაზღვევის საკითხებზე.  ისინი ძალიან უფრთხილდებიან  საკუთარ რეპუტაციას და ძალიან ფრთხილები არიან საჭესთან, ჩვენთან ამ რანგში არ გვაქვს ეს საკითხი აყვანილი, მაგრამ ვიბრძვით რომ ასე იყოს. რა ფორმით და სად შეუძლია მშობელს ამომწურავი ინფორმაციის მიღება ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით? ეკა ლალიაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ 150 სმ სიმაღლის ბავშვს სჭირდება სავარძელი, როდესაც შეიძენთ ამ სავარძელს ინსტრუქცია მოყვება დამონტაჟების შესახებ, ასევე კონსულტანტისგან მოითხოვოვეთ ინფორმაცია. ინტერნეტშიც არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ამ ინფორმაციის მიღება მოგვინდეს. მშობელს არც კი მოუვა აზრად, რადგან კანონი არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ  სამშობიაროდან ვერ გაიყვან ბავშვს, თუ სამგზავრო სავარძელში არ ჩასვი. ეს ტენდენცია ნელ-ნელა უნდა დიანერგოს და სამედიცინო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ კამპანიაში. ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ ორგანიზაციების თემა არ არის, ეს ყველამ უნდა წამოწიოს წინ და გააკეთოს აქცენტი, რათა მომავალი თაობები გადავარჩინოთ. სტატისტიკის მიხედვით წლის განმავლობაში დაახლოებით 23 ბავშვი იღუპება და მათ შორის 12 მგზავრის ამპლუაშია.  თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე იმ გზით რომ მოვათავსოთ სავარძელში ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. როდესაც არაფერი გამოგვდის და ჭიდილში ვერ ვიმარჯვებთ ბავშვთან ალბათ დროა მივმართოთ სპეციალისტს? ია იაშვილი: თუ მშობელი გააცნობიერებს, რომ ხდება ზედმეტი აგრესია, ყოველ ჯერზე ბავშვის გაღიზიანება, ჭიდილი და ჭიდაობა, მნიშვნელოვანია ბავშვის  ქცევის თერაპევტს თუ ჩააყენებს საქმის კურსში და თხოვს მას გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც ზოგადად ქცევის მართვასთან არის დაკავშირებული. ბავშვის განვითარების ინსტიტუტს აქვს ორი მიმართულება, ერთი არის კონსულტაცია და რეკომენდაციები მშობლებისთვის, მეორე არის უამრავი მიმართულების ტრენინგი მშობლებისთვის,   ერთ-ერთი არის ”პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვებთან”  რაც ასწავლის მშობელს, ბავშვთან ურთიერთობისას, როგორ მივიდნენ სასურველ შედეგამდე. აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა სავარძლის არჩევაში, მან თავად უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.  ასაკი გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა, მაგრამ 1 წლის ბავშვს, თუნდაც ფერის მიხედვით შეიძლება შევარჩევინოთ ”ქარ სითი”,  შეიძლება რაიმე სტიკერი ქონდეს ან ჩვენ თავად მივაკრათ, საინტერესო და სახალისო უნდა გახდეს ეს პროცესი.  ხშირად  ჩვენ არ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას სად მიგვყავს, რამდენი ხნით, უმჯობესია მშობელმა მგზავრობამდე 10-15 წუთით ადრე აუხსნას ბავშვს, თუ რამდენი ხანი მოუწევთ მგზავრობა, სად მიდიან.  ეს მეთოდი ინფორმაციას აწვდის და შფოთვას უმცირებს ბავშვს. დღეს უამრავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, თუ სად შეიძინონ სამგზავრო სავარძლები, ბაზრობა იქნება, მაღაზია თუ ინტერნეტი. საკმაოდ დიდი არჩევანია იმისათვის, რომ ბავშვისთვის საინტერესო ვერსიის შეძენა მოახერხონ. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/18-ivlisi-ekimi.mp3"][/audio] [post_title] => SOS მშობლებო! აუცილებლად ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში! - სპეციალისტების რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sos-mshoblebo-aucileblad-chasvit-bavshvebi-samgzavro-savardzlebshi-specialistebis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-19 17:13:52 [post_modified_gmt] => 2018-07-19 13:13:52 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=267535 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 272105 [post_author] => 6 [post_date] => 2018-08-02 17:52:47 [post_date_gmt] => 2018-08-02 13:52:47 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან" – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა - ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში?  ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი" ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 - იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა. ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 - მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს. თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ - არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში. პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები. https://www.youtube.com/watch?v=vr-WljGolNA&feature=youtu.be რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა? ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია - ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება. რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს? ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2. საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს? მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს. ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს. ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე. რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა. დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო? გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % - ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება. პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს. ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს - ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის", ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.   თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია? საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები. ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.   საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება? არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება. ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/08/ekimi-nikoloz-gvaxaria.mp3"][/audio]   [post_title] => სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით  [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => simsuqne-diabeti-operacia-gasaocari-shedegebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-02 18:04:13 [post_modified_gmt] => 2018-08-02 14:04:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=272105 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 80 [max_num_pages] => 27 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => d30eae2a00ec39ddc7140d1581985d8b [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები