LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ წელს აბრეშუმის პარკის მოსავალი გაიზრდება

627

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა,  თუთის ახლადგაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  აღინიშნა,  რომ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების ხელშეწყობა წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მომავალი წლისათვის აბრეშუმის პარკის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება შესაძლებელი.

დღეისათვის, საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. დაირგო ასი ათასი ძირი თუთის ნერგი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენმა, ჯიმშერ ჩხაიძემ  შემოიტანა და მარტივი ტიპის პარკსახვევ ორ დაზგასთან ერთად სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ერთი დაზგადა 2000  ძირითუთის ნერგი, ახმეტის მეაბრეშუმეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „აბრეშუმხვევიას“ გადაეცა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აღნიშნულ კოოპერატივს    100გ. პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიაც  გადასცა.

მეაბრეშუმეებს კონსულტაციებს ცენტრის სპეციალისტი უწევდა. ამჟამად, მიღებული აბრეშუმის პარკის ახალ პარკსახვევ დაზგაზე ამოხვევა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები