LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

88

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

“ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ,” – განაცხადა ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები