LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლის ფული – რა განაპირობებს ბიტკოინის ფასს და რას შეცვლის კრიპტოვალუტა მსოფლიო ეკონომიკაში

126

ვალუტა, რომელიც რეალურად არ არსებობს, ვირტუალურად კი მის ფასს ვერავინ აკონტროლებს – ეს კრიპტოვალუტაა, რომელსაც მომავლის ფულსაც ეძახიან.

კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველი ინვესტიციაა, მაღალი მოგებით.

რა განაპირობებს ბიტკოინის ფასს, რა რისკებია მასში ინვესტიციის დროს და როგორი მომავალი აქვს მას, ამ თემაზე „ფორტუნა“ პირველი ქართული კრიპტოვალუტის შემქმნელს ვახტან გოგოხიას ესაუბრა.

კრიპტოვალუტის ბაზარს არავინ აკონტროლებს და მას მხოლოდ მოთხოვნის არსებობა არეგულირებს. შესაბამისად, როდესაც კრიპტოვალუტაში ინვესტიცია ხდება, რისკებიც არსებობს.

„ინვესტირების დროს, ყოველთვის არის რისკისა და მომგებიანობის შეფარდება. ეს რისკიანი სფეროა, მაგრამ შესაბამისად, მოგებაც უფრო მაღალია. ჩემი აზრით, ამ სფეროს აქვს დიდი არეალი ზრდისთვის“, – განაცხადა ვახტან გოგოხიამ.

რა რისკებია კრიპტოვალუტით ვაჭრობისას?

გოგოხიას თქმით, კრიპტოვალუტაში ინვესტირებისას, რისკები ძირითადად, კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებობს.

„იქ სადაც არ არის ამის რეგულაცია, არის იმის საშიშროება, რომ ეს სფერო მკაცრი კონტროლის სფეროში მოხვდეს და შეიზღუდოს. ეს რომ მოხდენს, გაუჩენს ინვესტორს ბარიერს მის მიერ მოპოვებული კრიპტოვალუტის გამოყენებაში“, – განაცხადა ბაჩო გოგოხიამ.

ამის გარდა, კრიპტოვალუტას გააჩნია კიდევ რამდენიმე მინუსი:

  •  კურსი: შესაძლებელია ერთ წამში დაეცეს ვირტუალური ვალუტის კურსი, თუ დაეცემა მასზე მოთხოვნა.
  • უსაფრთხოება: თუ ვირტუალური საფულედან თქვენი კოინები გაქრა, მას ვერავინ დაგიბრუნებთ. კრიპტოვალუტის აღდგენის მექანიზმი არ არსებობს, ამასთან მას არ გააჩნია სათანადო დაცვა მოპარვისგან.

ამის კარგი მაგალითია გუშინ, NiceHash-დან მოპარული ათასობით ბიტკოინი და დაზარალებული მომხმარებლები. (ჰაკერებმა 70 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. კერძოდ, მოპარულია 4 700 ცალი ბიტკოინი)

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვალუტა, ჯერჯერობით, არაოფიციალურია, არსებობს იმის შანსიც, რომ ბიტკოინის გადამცვლელმა რომელიმე სერვისმა მოგატყუოთ.

  • არალეგალურობა: მისი გამოყენება მარტივად შეუძლიათ ტერორისტებს და სხვა ბოროტმოქმედებს. ამის გამო დიდი რისკია, იმისა, რომ რომელიმე ქვეყანამ ის აკრძალოს.
  • ღირებულების ძლიერი ცვალებადობა: კურსის ხშირი ცვლა ბევრს აშინებს. თუმცა მომავალში, როცა, კოინების ბრუნვა გაიზრდება კურსი უფრო სტაბილური გახდება.

 

რას შეცვლის კრიპტოვალუტის განვითარება ეკონომიკაში?

მოკლევადიან პერიოდში, კრიპტოვალუტების წამოწევა, უფრო ხელმისაწვდომს და სწრაფს გახდის ფინანსურ ტრანზაქციებს. გოგოხიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფულადი გადარიცხვები ბანკების გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი. ეს კი ბევრ რამეს შეცვლის და გაამარტივებს.

“ფულის გადარიცხვა მარტივად, სწრაფად და ბევრად უფრო იაფად შეგვეძლება, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნებში გადასვლისას, ადამიანს არ დასჭირდება ფულის გადახურდავება და ა.შ.”, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

 

რამ განაპირობა ბიტკოინის ფასის ასეთი სწრაფი ზრდა?

მრავალი დასახელების კრიპტოვალუტები არსებობს, თუმცა ბიტკოინი პოპულარობისა და შესაბამისად, ფასის მიხედვით ყელაზე ცნობილია.

ბიტკოინს ზურგს და რეპუტაციას უმაგრებს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელის დაჰაკვა, მოტყუება ან კონტროლი შეუძლებელია. ფასს კი ჩვენ ვქმნით, მომხმარებლები.

როგორც ფორტუნასთან ვახტან გოგოხიამ განაცხადა, ბოლო პერიოდის ზრდის მიზეზი ფინანსური სავაჭრო ექსჩეინჯის გამოცხადებული ინფორმაცია იყო, რომ ისინი 2018 წლის პირველი კვარტალიდან დაიწყებენ ბიტკოინის ფითჩერსების ვაჭრობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში, ბიტკოინის ფასის გაგება და კონტრაქტის დადება წინასწარ იქნება შესაძლებელი.

“ეს ძალიან დიდ ბრუნვას მისცემს და აშშ-ში  ფინანსური ინსტიტუტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიტკოინში ინვესტირება. ანუ ბიტკოინი გავა ამ ბაზარზე”, – აღნიშნა გოგოხიამ.

 

სხვა კოინები, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ბიტკოინის გარდა, ციფრულ ბაზარზე არის სხვა კოინებიც, რომელთა ფასი იზრდება. დეკემბრის თვეში ყველაზე პოპულარულია:

  1. Tokencard

  2. Okcash

  3. DCT

  4. ETC

  5. XLM

  6. VTC

  7. EMC2

  8. LISK

  9. CFI

 

მართალია, მომავლის ფულით ვაჭრობით, შესაძლოა დიდი მოგება ნახოთ, თუმცა პროფესიონალები, გვირჩევენ, რომ ფულის დაბანდება ამ საქმეში, საკთარი სახლის, მანქანის ან სხვა ამ დროისთვის ღირებული ნივთებით არ დაიწყოთ.

რადგან შესაძლოა, თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიცია მოულოდნელად ჰაკერებმა მიიტაცონ და ციფრულ სისტემაში ჩაიკარგოს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები