LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლის საპირფარეშო – “მაიკროსოფტის” შემქმნელმა თანამედროვე საპირფარეშოს შექმნაში 200 მილიონი დახარჯა [ფოტო/ვიდეო]

46

„ცოტა რამეზე საუბარი მიყვარს, საპირფარეშოების განხილვაზე მეტად“ – ამ სიტყვებით მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, “მაიკროსოფთის” დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა პეკინში, ტექნოლოგიურ გამოფენაზე მომავლის საპირფარეშო წარადგინა.

აღნიშნული საპირფარეშო თხევადიდან მყარი ნარჩენების გამოყოფის პრინციპით მუშაობს – ორივე მასა საბოლოოდ ქიმიურ სასუქად გადამუშავდება.

„ტექნოლოგია, რომელიც თქვენ აქ იხილეთ, ბოლო 200 წლის განმავლობაში სანიტარიაში ყველაზე დიდი მიღწევაა,“ – აცხადებს ბილ გეითსი.

მაღალტექნოლოგიური საპირფარეშო ბილ გეითსისა და მისი მეუღლის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის რესურსების მეშვეობით შეიქმნა.

ბილ გეითსი გამოფენაზე, ხელში განავლით სავსე ქილით

7 წლის განმავლობაში, ამ საპირფარეშოს შექმნისთვის ფონდმა 200 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. გეითსის თქმით, მთლიანობაში მსგავსი სახის საპირფარეშოს 20 ვერსია შემუშავდა.

იმისთვის, რომ მსგავსი საპირფარეშოები მასობრივი წარმოების საგანი გახდეს, გეითსის ფონდი მზად არის, კიდევ 200 მილიონი აშშ დოლარი გაიღოს.

მომავლის ტუალეტის მოდელი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, პლანეტაზე 2.3 მილიარდ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი ძირითადი სანიტარული საშუალება, როგორიცაა საპირფარეშო.

გეითსი ამბობს, რომ ჯერჯერობით, მისი გამოგონება საკმაოდ ძვირია, თუმცა მუშაობის შედეგად, შესაძლოა ის ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი ღარიბი რეგიონებისთვის, როგორიცაა აფრიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები