LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლისთვის უნდა შევიმუშაოთ სწორი გზები, რომ ასეთი ტრაგედია ავიცილოთ თავიდან – პრემიერი

29

“სახელმწიფომ, პირველ რიგში და მთლიანად საზოგადოებამ, უნდა ისაუბროს, რათა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, როგორ უყურებენ ამ პრობლემას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, სთხოვა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გააქტიუროს საუბარი ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.

„შსს-მ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და, მგონი, ყველას გაუქრა ის ეჭვი, რომ ვინმე ამ ტრაგედიის მერე შეიძლებოდა დარჩენილიყო დაუსჯელი. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით. მთავარია, გავაანალიზოთ ახლა ის ფონი, რაც არის შექმნილი,  საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ეს ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი, ალბათ გარკვეული ზომებია მისაღები და, დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე უწყების ან ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ  კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიდოში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს. მხოლოდ და  მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნები და  დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები. მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გზები, რომ ასეთი ტრაგედია ავიცილოთ თავიდან,“ –  განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები