LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” ხმას 27% მისცემდა – IRI-ის კვლევა

142

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

კითხვაზე, „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – გამოკითხულთა 27 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 17-მა პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“; მესამე ადგილზე, 7 პროცენტით „ევროპული საქართველოა“.

 

 

 

ამასთან, გამოკითხულთა 5 პროცენტი ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა; 4% „პატრიორტთა ალიანსს“; 3% – „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“; 2% – „ახალი საქართველოს“; 1% – „თავისუფალი დემოკრატები“; 1% – „გირჩი“.

ჩამოთვლილთაგან არცერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19 პროცენტი; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები