LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო მთავრობის სხდომაზე თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს – მიხეილ გიორგაძე

59

„მომდევნო მთავრობის სხდომაზე თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს,“ – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, განაცხადა.

გიორგაძის თქმით, მთავრობამ სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მოიწონა.

„ეს გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შეკვეცას და მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცაც, შესაბამისად, მმართველობა უფრო ეფექტიანი იქნება. თითოეული სამინისტრო წარადგენს ოპტიმიზაციის გეგმას, რომლის მერეც ეს ციფრები იქნება ცნობილი,“ – აღნიშნა გიორგაძემ.

გიორგაძემ, ასევე, ისაუბრა მისი უწყებისთვის სპორტის სამინისტროს შემოერთებასთან დაკავშირებით. მისთვის გაუგებარია, რატომ არის საზოგადოებაში ამ თემაზე უარყოფითი მოლოდინი.

„არაა ჩემთვის სპორტის სფერო უცხო. პირად დამოკიდებულებას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სპორტის სამინისტროდან ჩემს კოლეგებთან. ადმინისტრაციის ნაწილში ოპტიმოზაცია გარდაუვალია, დარგობროვ ნაწილში არა. კულტურის სამინისტროში 140 თანამშეომელია, სპორტის სამინისტროში კი – 100-ზე მეტი,“- აღნიშნა გიორგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები