LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებული არიან

25

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. თუმცა, სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის, ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგონები დააკავა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ნოზაძე დაჭრეს.

ხაჩიძის თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებით მოახდინეს იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება დაჭრის მოტივს, ხაჩიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი, ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები