LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერლები არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან

525

მანჩესტერის სტადიონზე, 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას სოციალიარი ქსელის საშუალებით ცნობილი მომღერლები ეხმაურებიან.

“განადგურებული ვარ, მთელი გულით გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას, სიტყვები არ მყოფნის” – წერს არი.

”გული მტკივა ჩემი დის, არიანასა და თითოეული იმ ოჯახის გამო, ვისაც ეს ტრაგიკული ამბავი შეეხო. უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ვწუხვარ, რომ ეს მესმის” – წერს ”ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ნიკი მინაჟი.

”გულგატეხილი ვარ იმის გამო, რაც დღეს ღამით მანჩესტერში მოხდა. ვუგზავნი სიყვარულს ყველას, ვინც იქ იმყოფებოდა” – ნათქვამია, ჰარი სტაილსის პოსტში.

მომხდარს ”ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა ჯონ ლეჯენდიც: ”ვუგზავნი სიყვარულს ბრიტანეთში არიანა გრანდესა და ყველა მის მხარდამჭერს, ვინც ამ საშინელი თავდასხმის დროს დაშავდა. გულდასაწყვეტია.”

”ვლოცულობ ყველასათვის, ვინც არაიანა გრანდეს შოუზე იმყოფება” – წერია კეტი პერის „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

”ყველა მუსიკოსი განიცდის და გრძნობს პასუხისმგებლობას – შოუები უნდა იყოს უსაფრთხო. ნამდვილი ღამის კოშმარია. ვუგზავნი სიყვარულს მანჩესტერსა და არის” – ვკითხულობთ ახალზელანდიელი მომღერლის ელა მარია ლანის, იგივე LORDE–ს, “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

”ვლოცულობ არიანა გრანდესა და ყველასათვის, ვინც ახლა მასთან ერთდ იმყოფება. ვიცი, რომ ეს ყველასათვის რთული და გულდასაწყვეტია”  – წერს მისი ელიოტი.

”ჩემი ფიქრები, ლოცვები და ცრემლები მათთვის, ვისაც მანჩესტერის ტრაგედია შეეხო. ვაგზავნი მთელს ჩემს სიყვარულს” – ტეილორ სვიფტი.

”ცრემლს ვერ ვიკავებ, როდესაც წარმოვიდგენ დაღუპულ უდანაშაულო მსმენელს. ვლოცულობ ყველასთვის და არიანას გულშემატკივრებისთვის” – წერს დემი ლოვატო.

”ჩემი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მანჩესტერში მომხდარის ტერაქტის გამო დაშავებულებისკენ”,  – ვრცელდება სელენა გომესის ”ტვიტერის” გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები