LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ” – ნათია ფანჯიკიძე

86

ნათია ფანჯიკიძე ნდობისთვის ყველას მადლობას ეუბნება და ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან დღეს პოლიტიკიდან უკვე შორს არის.

რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება, ))))) უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე. მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის, უხეში, გაურანდავი და ბლაგვი ენერგიის ველიდან გავდივარ ბოლოსდაბოლოს. ერთი დარდი დამრჩა, – უდანაშაულო პატიმრები და იმედი მაქვს, ან მთავარსარდალი შეიწყალებს იმპიჩმენტამდე, ან კვირიკაშვილს აღარ დასჭირდება მათი ციხეში ყოფნა პოლიტიკური მანიპულაციისთვის და “სასამართლოს” სამართლის აღსრულების ნებას მისცემს. მე კი მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ და თვლით, რომ ცუდი ქალი არ ვარ, 🙂 ვგიჟდები ცხოვრების უღელტეხილებზე, ახალ სივრცეში რომ გადაყავხარ. გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, – ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე.


ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასვლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები