LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომკალით და ვგიჟდები ამ კაცზე…“ – ცნობილების გამოხმაურება სააკაშვილის უკრაინულ ვოიაჟზე

737

მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში გადაადგილების მარშრუტს გუშინ მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. რასაკვირველია, არ დაახანა გამოხმაურებებმა და უამრავი პოსტი ვიხილეთ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში. ცნობილ ადამიანებს შორის საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებიც აქტიურობდნენ და შედარებით ნაკლებად მოყვარულებიც.

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი ერთი ფრაზით შემოიფარგლება:

„მომკალით და ვგიჟდები ამ კაცზე…“

ნანუკა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ „გაკოტრებულ პოლიტიკოსს ასე არ ხვდებიან“.

ნუკი კოშკელიშვილი: „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცოცხალი ლეგენდაა, მიდი, მიშა…“

ია ფარულავა: „მიშა ისტორიას წერს ამ წუთებში… ვინ ამბობდა, მშიშარა არისო?“

ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეული სენტიმენტები აქვს:

„მეტისმეტად არაპოპულისტური და არამომგებიანი სტატუსი უნდა დავწერო, წინასწარ გაფრთხილებთ: პატივი ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს, თუნდაც მცდარს!

ჰოდა, კი ჩაიდინა ამდენი ცუდი რამ, კი დამასრულებინა სიცოცხლე ლამის 20 წლის ასაკში აგვისტოს ომის დროს, ნუ აღარ გავაგრძელებ, მაგრამ:

აი, რაღაცნაირად ვგულშემატკივრობ მაინც, სენტიმენტები შემომიტევს ხოლმე, სადაც არ უნდა ჩავიდე ყველგან რომ იცნობენ, ან განახლებული ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის, ანაკლიის და ა.შ. სილამაზით როცა ვტკბები.

იმაზეც, ერთიანმა ეროვნულებმა სულზე რომ მომისწრო, თორემ ამ წიგნებით ტვინგამოტენილ ბიჭს ქრთამს რომ მთხოვდნენ, ე.წ. ფასიანზე მოსახვედრადაც კი, აი იმ აბიტურიენტს, მერე ეროვნულებში, უნარებში 100-დან 95 რომ აიღო. სთხოვდნენ. ქრთამს.

პატრულის რეფორმაზეც მადლობა და კაი ბიჭობის გადაშენებისთვისაც. სამწუხაროა, რომ ასე ცუდად იმოქმედა მასზე ძალაუფლებამ და სამართლიანად დაასრულა, როგორც დაასრულა, ალბათ, დაიმსახურა კიდეც ასეთი დასასრული.

და მაინც, გულის სიღრმეში მაინც ვგულშემატკრობ, ბევრი რამის მადლიერი ვარ და რაღაცნაირად მიყვარს კიდეც…

და ოდესმე ჩემს შვილიშვილებს – ბევრს მოვუყვები მასზე. (რას – ზუსტად არ ვიცი)“