LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლებს საფოსტო ბარათების უფასოდ გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ

96

საქართველოს ფოსტა, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, უერთდება მსოფლიო ფოსტის დღეს და მის აღსანიშნავად მომხმარებლებს 9 ოქტომბერს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს სთავაზობს.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, აქციით სარგებლობისთვის პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით ან ისარგებლოს გარე გამოყენების საფოსტო ყუთებით.

მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.

„საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში“, – ნათქვამია ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები