LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, იყოს დამოუკიდებელი და იყოს ქალი – ეკა ბესელია

75

“მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი და იყოს ქალი,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

“უკვე გამოიხატა კონტურები, რაც იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საინტერესო და დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იდეა და სიახლეა, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატები არა მხოლოდ საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს, არამედ შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ამიტომ ველოდებით, რომ დასახელდეს ყველა ის კანდიდატი, ვინც საპრეზიდენტო მართონში აპირებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება,“ – განუცხადა ჟუნალისტებს ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები