LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკო: პატარა სამოთხე ხმელთაშუა ზღვაზე

3109

მსხვილი ევროპული სახელმწიფოების გვერდით, რომლებიც დიდი ხნის წინ შეისწავლეს მოგზაურებმა, მინიატურული ქვეყნებიც იწონებნ თავს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ მონაკოა.

მონაკოს სამთავრო

საფრანგეთის მოსაზღვრე ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც ყველაზე პატარა, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად ითვლება მსოფლიოში. სახელი პატარა სამოთხემ და მისმა დედაქალაქმა ძველბერძნული ენიდან მიიღო, რადგან სიტყვა „მონაკო“ – „განდეგილს“ ნიშნავს.

 

 

ოპერის თეატრი

ცნობილი ოპერა, რომელიც ხშირად მასპინძლობს მსოფლიო ვარსკვლავებს, რეკორდულ დროში, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში აშენდა და 1879 წელს გაიხსნა.

 

 

შეიარაღებული ძალები

საოცარია, მაგრამ მონაკოს არმიაში სულ რაღაც 82 ჯარისკაცი მსახურობს, მაშინ როცა, სამხედრო ორკესტრი 85 მუსიკოსს აერთიანებს. სხვათაშორის, საპატიო ყარაული სამთავრო სასახლესთან ყოველ დილას, ზუსტად 11 საათსა და 55 წუთზე იცვლება.

სამორინე „მონტე-კარლო“

სამორინე „მონტე-კარლო“ – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამორინეა მსოფლიოში, რომელიც 1865 წელს გაიხსნა და სასტუმროს, რესტორნის, სამორინეს სამი შენობა გააერთიანა, მოედანი მის წინ კი, დიდი ხანია იქცა იშვიათი ავტომობილების საგამოფენო დარბაზად ღია ცის ქვეშ, რადგან აზარტული თამაშის მოყვარულები მხოლოდ მდიდრული – რარიტეტული ან სპორტული ავტომობილებით სტუმრობენ სამორინეს. სხვათაშორის, მულტფილმის „მადაგასკარი 3“ პერსონაჟები სწორედ მონაკოში ეძებენ მეგობარ პინგვინებს, რომელთაც მონტე-კარლოს სამორინეში გადაწყვიტეს გართობა.

 

 

 

კატედრალური ტაძარი

ტაძარში, რომელიც 1875 წელს აშენდა შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევებზე და ჯვრის ფორმა აქვს, რენესანსის ეპოქის მხატრვის ლუდოვიკო ბრეას ფერწერული ტილოებია შემონახული. სწორედ აქ დაიწერეს ჯვარი თავადმა რენიე III-მ და ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა გრეის კელიმ 1956 წლის 19 აპრილს.

ფონვეის პარკი  

პარკი, რომელმაც ყველა იშვიათ მცენარეს მოუყარა თავი, თავადმა რენიემ გახსნა 1984 წელს და საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პარკის ულამაზესი ადგილი პრინცესა გრეისის როზარიუმია.

ფორმულა 1-ის სარბოლი მაგისტრალი

ყოველ წელს მაისის ბოლო კვირადღეს მონაკოში ფორმულა 1-ის რალი იმართება, სარბოლი მაგისტრალი კი, პირდაპირ მონტე-კარლოს ქუჩებში ეწყობა.

 

სამთავრო სასახლე  

კლდის მწვერვალზე წამოჭიმული სასახლე, რომელიც XII საუკუნეში აშენდა და რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, უკვე 8 საუკუნეა მონაკოს სამთავროს მმართველ გრიმალდების ოჯახის საკუთრებაა.

ოკეანოგრაფიული მუზეუმი

1889 წელს გახსნილი ოკეანოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც 1957 წლიდან ცნობილი მკვლევარი ჟაკ ივ კუსტო ხელმძღვანელობდა, 4 000-ზე მეტი სახეობის თევზისთვის იქცა „მშობლიურ სახლად“.

ნავსაყუდელი  

მონაკოს ნავსდაყუდელი, სადაც ყველაზე მეტი ძვირადღირებული იახტაა თავმოყრილი, როგორც ამბობენ, დაისიც ყველაზე ლამაზია.

იაპონური ბაღი  

მონტე-კარლოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – ულამაზესი იაპონური ბაღი, რომელიც ქალაქის ცენტრში პრინცესა გრეისის ავენიუზეა მოწყობილი, ყოველდღიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები