LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკომ სიტი გააგდო: დიდი რვიანი შეიკრიბა

45

ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ბოლო სათამაშო დღეს მთელი ინტერესი მონაკოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადგილობრივი გუნდი „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობდა და ორბურთიანი სხვაობა ქონდა ამოსაქაჩი. თავადებმა ამოცანის შესრულება მოახერხეს და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ რვიანში „ლესტერთან“ ერთად ყველაზე მოულოდნელი გუნდია, თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, ერთხელ უკვე იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც არაფრის მომლოდინე „მონაკო“ ფინალში გავიდა (იქ ახალგაზრდა მოურინიოს „პორტუსთან“ წააგო). ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


“მონაკო” – “მანჩესტერ სიტი” 3:1 (2:0)

მონტე კარლო, “ლუი II”, 15 700 მაყურებელი

“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; სიდიბე, რაჯი (ტურე 70), ჟემერსონი, მენდი; ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; ბერნარდო სილვა, ჟერმენი (დირარი 90), მბაპე (მოუტინიო 81)

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): კაბალიერო; სანია, სტოუნსი, კლიში (იენაჩო 84), კოლაროვი; სანე, ფერნანდინიო, სილვა; დე ბრუინი, აგუერო, სტერლინგი

გოლები: 1:0 მბაპე (8), 2:0 ფაბინიო (29), 2:1 სანე (71), 3:1 ბაკაიოკო (77)

გაფრთხილება: ბაკაიოკო (59), ჟერმენი (89), ლემარი (90) – სანია (11), დე ბრუინი (58), სტერლინგი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:5


დღის კიდევ ერთი მატჩი გატანილი გოლების დასრულდა. “ატლეტიკომ” და ლევერკუზენის „ბაიერმა“ გოლი რომ ვერ გაიტანეს, ამაში დამნაშავეები ბერნდ ლენო და იან ობლაკი არიან, რომლებმაც ბრწყინვალე ბურთები აიღეს. საბოლოოდ, მეოთხედფინალში დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა, რადგან სტუმრად 4:2 ჰქონდა მოგებული. სხვათა შორის, არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ზედიზედ ოთხი სეზონია მეოთხედფინალში გადის.

“ატლეტიკო” – “ლევერკუზენი” 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”, 54 907 მაყურებელი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ერნანდესი; საულ ნიგეზი, პარტეი, კოკე, კარასკო (სავიჩი 71); კორეა (გაიტანი 65), გრიზმანი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ბელარაბი, ბაუმგარტლინგერი, კამპლი, ბრანდტი (ბაილი 78); ჩიჩარიტო (მეჰმედი 81), ვოლანდი (არანგიზი 88)

გაფრთხილება: ხიმენესი (66), გაიტანი (89) – იედვაი (64), ბაუმგარტლინგერი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 14 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 0:0

საბოლოოდ მეოთხედფინალი ასე დაკომპლექტდა: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “რეალი”, “ლესტერი”, “იუვენტუსი”, “დორტმუნდი” და “ბაიერნი”. ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს გაიმართება. მერვედფინალის 16 მატჩში 62 გოლი გავიდა (საშუალოდ მატჩში 3.88%) – ეს კი, მერვედფინალების რეკორდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები