LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი და ემირ კუსტურიცა მოსკოვში ახალი ფილმის პრემიერისთვის ჩავიდნენ

687

მოსკოვში ემირ კუსტურიცას ახალი ფილმის „On the Milky Road“ პრემიერა გაიმართა. მას იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩიც დაესწრო, რომელიც მთავარ როლს ასრულებს.

ვარსკვლავები ჟურნალისტებს დილით პრესკონფერენციაზე შეხვდნენ, საღამოს კი ლეგენდარულმა ლამაზმანმა წითელ ხალიჩაზე  გაიარა, ფოტოგრაფების წინ იპოზიორა და თავისი სახელობის ვარსკვლავზე ავტოგრაფიც დატოვა.

კუსტურიცას დრამაში ბელუჩი იდუმალი ქალის როლს ასრულებს. იგი მოულოდნელად მამაკაცს შეხვდება. მათი სიყვარული ბოსნიის ომის ფონზე ვითარდება და უამრავი დაბრკოლების გადატანა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები