LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ლევინსკიმ ჯეი-ზი ღალატის აღიარების გამო შეაქო

161

მონიკა ლევინსკიმ, რომლის სახელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ასოცირდება, ჯეი-ზი ღალატის აღიარების გამო შეაქო. რეპერმა ახალი ალბომი „4:44“ ივნისის ბოლოს გამოუშვა, მასში შემავალმა სიმღერებმა კი თაყვანისმცემლები საგონებელში ჩააგდო, რადგან მათში მუსიკოსი ღალატზე მიანიშნებს.

სკანდალურ ჟურნალისტს რეპერის გულწრფელობა მოეწონა და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს ღირსეული საქციელია.

„მამაკაცებში მსგავსი გულწრფელობა დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ჯეი-ზის შეეძლო ბიონსეს ბრალდებებზე არ ეპასუხა, მაგრამ მან სიმართლის გზა აირჩია და ეს ბევრისთვის მაგალითი უნდა გახდეს“, – დაწერა მონიკამ.

შეგახსენებთ, რომ 1998 წელს პრესაში გაჟონა ინფორმაციამ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ინტიმური ურთიერთობის შესახებ. გამოძიებამ კლინტონი თითქმის იმპიჩმენტამდე მიიყვანა. პრეზიდენტი დიდი ხნის მანძილზე უარყოფდა ამ ფაქტს, თუმცა საბოლოოდ მეუღლესთან ყველაფერი აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები