LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს ახალი დიზაინის მეტრომანის აღება უფასოდ შეეძლებათ

166

მგზავრებს, ვისაც სურვილი ექნებათ, ახალი დიზაინის მეტრომანის აღება უფასოდ შეეძლებათ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეტრომანის დიზაინი სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.

„23 მაისიდან  26 მაისის ჩათვლით მგზავრებს ვისაც სურვილი აქვთ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე უფასოდ შეუძლიათ მიიღონ ახალი დიზაინის მეტრომანი. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და კონკურსში გამარჯვებულია რეზო მელიქიშვილი, რომელმაც შექმნა ეს ლამაზი დიზაინი და მადლობა მინდა მას გადავუხადო,“ – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები