LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მორჩა მხოლოდ განრისხებული პოსტების წერა,გადავწყვიტე ოკუპანტებს გზაზე გადავეღობო!”

80

მსახიობი დავით ქაცარავა მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მცოცავი ოკუპაცია არა მხოლოდ „ფეისბუქით“, არამედ რეალურადაც გააპროტესტონ. ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მზად არის, „ოკუპანტებს გზაზე გადაეღობოს“.

„მორჩა ფეისბუკში მხოლოდ განრისხებული პოსტების წერა, ორთქლის გამოშვება და იმ შეგრძნებით დაძინება რომ ვალი მოვიხადეთ პოსტის დაწერით სამშობლოს წინაშე!
მე გავარღვიე ეს წრე და გადავწყვიტე ოკუპანტებს გზაზე გადავეღობო!!!!არა ერთხელ, ერთჯერადად, არამედ აწი ყოველთვის და ცხოვრების ბოლომდე!!!

მე დავიღალე იმ შეგრძნებით, რომ დამარცხებული და სულიერად დაუძლურებული ერის შვილი ვარ, დავიღალე იმ შეგრძნებით, რომ ჩვენი წინაპრები სირცხვილისგან საფლავებში ადგილს ვერ პოულობენ!!!!
მე მინდა ადუღდეს სისხლი ჩვენს ძარღვებში და გაიღვიძოს ქართულმა მენრძოლმა სულმა, მინდა დავიბრუნოთ ძველი ღირსება!

დროა დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ გარეშე მტრებს რომ ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!!!!

ვიცი რომ რთული გზაა, ვიცი რომ უამრავი წინაღობა შეგვხვდება ამ გზაზე, მაგრამ აღარ შეიძლება მეტი მოთმენა, მეტი ლოდინი!!!

ძალა ერთობაშია და თუ ერთად დავდგებით, დავახევინებთ რუსს და სხვათა უკან!!!!მე დავდგები საოკუპაციო ხაზზე და აღარ გავატარებ ოკუპანტს!!!!!გუშინ დარჭობილი საოკუპაციო ბოძი უკანასკნელი უნდა იყოს და აწი მხოლოდ უკან უნდა დავახევინოთ მტერს!!!!!!

მე ვიწყებ ბრძოლას და არა ფეისბუკ სივრცეში, მე პირისპირ დავდგები ჩვენ მტერთან და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე არ გადავადგმევინებ ნაბიჯს წინ!!!!!

აგორდება ეს ზვავი და მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება ჩვენ სახელმწიფოსთან – არ შეგვიშალოთ ხელი, არ შეეცადოთ ჩვენი გაჩერება, ეს ჩვენი სამშობლოა და მოგვეცით საშუალება აწი ჩვენ დავიცვათ საქართველო!!!!!!!რაც თქვენ ვერ გააკეთეთ, იქნებ ჩვენ გამოგვივიდეს!!!!ყვირის ქართველი გმირების დაღვრილი სისხლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!!!!
ვინც ჩათვლის რომ მისი ცხოვრების მისიაა სამშობლოს დახსნა მტრის ხელიდან, კეთილი იყოს მისი ამ წმინდა ომში ჩაბმა!!!!მხოლოდ იცოდეთ – ეს ომი არ დამთავრდება არც ხვალ და არც ზეგ, არც ერთ წელიწადში და ორში….

მაგრამ ეს ომი აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და ამის მწამს მთელი სულით და გულით!“ – წერს დავით ქაცარავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები